ნავთობის ფასი საუდის არაბეთთან დაკავშირებული დაძაბულობის გამო გაიზარდა

ახალი სავაჭრო კვირა, ნავთობის ფასის გაძვირებით დაიწყო, რაც ცნობილი საუდელი ჟურნალისტის გაუჩინერებას უკავშირდება. ამ გარემოებას, ახალი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. თუმცა მეორე მხრივ, ფასის ზრდას ზღუდავს იმის მოლოდინი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული, - წერს „როიტერსი“.

 

 

ბრენტ მარკის ბარელის ფასი 1.49 დოლარით გაიზარდა და 81.92 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ 81.23 დოლარამდე დაიკლო. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 60 ცენტით, 71.94 დოლარამდე გაიზარდა.

 

 

ცნობისათვის, სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ცნობილი საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც 

აშშ-ში ცხოვრობს და ერ-რიადს ხშირად აკრიტიკებს. ამას ევროკავშირის ქვეყნების უკმაყოფილება მოჰყვა. ამაზე საუდის არაბეთი პასუხობს, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ზემოქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონლდ ტრამპი იმუქრება, რომ მკაცრ ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდა, რომ ხაშოგი საკონსულოშია მოკლული. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ საუდელთა პასუხი დიდი ალბათობით, ნავთობს შეეხება. სწორედ ეს გარემოება იწვევს ნავთობზე ფასის ზრდას. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ საუდის არაბეთის შესაძლო საპასუხო ქმედება, გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეფერხებას და შესაბამისად კრიზისს, ვერ გამოიწვევს.

 

 

და მაინც, „სოსიეტე ჟენერალი“ ბრენტ მარკის ნავთობის ფასზე მეოთხე კვარტლის პროგნოზს, 78-დან 82 დოლარამდე ზრდის. ფრანგული ბანკი თვლის, რომ მეოთხე კვარტალში ფასებს მაღალი რისკი და ნავთობის ბაზრის გაურკვევლობა განაპირობებს.

 

წყარო:bpn.ge

15-10-2018, 23:18    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი