აშშ ბირთვულ ტექნოლოგიებზე კონტროლს აძლიერებს

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს მიიღოს მკაცრი ზომები ინფორმაციის არალეგალური გავრცელების აღმოსაფხვრელად. 

 

 

საუბარია იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ამერიკის სამოქალაქო ბირთვული მიმართულებით მუშავდება და რომელსაც შემდგომ ჩინეთში სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია.

 

 

ეროვნული უსაფრთხოების მიერ ამ ახალი ზომების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამერიკის ხელისუფლებამ ჩინეთის მხრიდან ბირთვული ტექნოლოგიებისადმი და ამ მასალებისადმი ინტერესი დააფიქსირა.

 

 

გამოცემა The Wall Street Journal-მა ენერგეტიკის სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს შეზღუდოს ბირთვული ტექნოლოგიების ექსპორტი ჩინეთში. თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს შემზღუდავი ზომები არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ტექნოლოგიების გაცვლა აიკრძალება.

 

 

წყარო: bpn.ge

12-10-2018, 22:16    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი