მატარებლით მგზავრობის საფასური, რომელიც ტურისტულ სეზონზე გაიზარდა, აღარ დაიკლებს

საქართველოს რკინიგზაზე მაგისტრალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებელზე დადგენილი ფიქსირებული ტარიფები უცვლელი რჩება, მათ შორის თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

 

 

"უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებებზე მოძრავი ელექტრომატარებლების განახლება და დამატებითი სერვისებით უზრუნველყოფა. სამატარებლო პარკის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მატარებლებზე სეზონური ფასდაკლება არ განხორციელდება და ტარიფი დარჩება უცვლელი",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

უცვლელად შენარჩუნებული იქნება თბილისი-ოზურგეთისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავი დილის მატარებლებით და ასევე პლაცკარტის ტიპის ვაგონებით მგზავრობის საფასური. 

 

 

იძულებით გადაადგილებული პირებსა და სტუდენტებზე კვლავაც გავრცელდება 50%-იანი შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის შესაბამისი კლასის ვაგონებზე.

 

 

50% ფასდაკლება ასევე მოქმედებს 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

9-10-2018, 23:49    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი