ინფორმაცია მოქალაქეებისთვის - როგორ უნდა დაგიმრგვალონ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებისას

ეროვნულმა ბანკმა ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დაამტკიცა. 

 

 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით. 

 

 

„ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება ხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით: 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე,“-აღნიშნულია დადგენილებაში. 

 

 

აღნიშნული დადგენილება 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

 

 

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადაც დაადგინა. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა. 

 

 

„შემდეგ, 2021 წლის ბოლომდე, მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით,“-ნათქვამია დადგენილებაში.

9-10-2018, 20:47    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი