როგორ განსხვავდება მამაკაცისა და ქალის ხელფასი საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემით, ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასის მხოლოდ 64%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასთან შედარებით 35.6%-ით ნაკლებია.

 

 

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს ქალების და კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წელთან შედარებით 5.3 და 7.2 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, 770.2 და 1 197.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის ყველა სექციაში აღემატება ქალების საშუალო ხელფასს.

 

 

ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 წელს საქართველოში საშუალო თვიური 

ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3 პროცენტით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა. 

 

 

გასულ წელს საქმიანობების დარგების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის (2008.3 ლარი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1594.5 ლარი); მშენებლობის (1465.7 ლარი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში (1425.7 ლარი) დაფიქსირდა.

8-10-2018, 20:25    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი