ცხოვრების უფლება ინვესტიციების სანაცვლოდ - Top-10 ქვეყანა ყველაზე ძვირად ღირებული პასპორტით

ბოლო წლებში მოქალაქეობის მიღება ინვესტიციის სანაცვლოდ საკმაოდ პოპულარული მეთოდი გახდა. ეკონომიკური პროგრამების საშუალებით, უცხოელებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა ან გრძელვადიანი ვიზა დიდი რაოდენობით ინვესტიციების ჩადების ან ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ.

 

CS Global Partners-ის კვლევის თანახმად. მსოფლიო მოსახლეობის 89% -ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაც სურს, ხოლო 34% მზად არის ამაში ინვესტიციებიც ჩადოს. 

 

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც მოქალაქეობის ყიდვა ყველაზე ძვირია. 

 

გაერთიანებული სამეფო

 

ვიზა: 2.57 მლნ დოლარი

მსოფლიოს ქვეყნებს შორის დიდ ბრიტანეთში გრძელვადიანი ვიზის მიღება ყველაზე ძვირია. 

იმისათვის, რომ გძელვადიანი ვიზა და შემდეგ მოქალაქეობა მიიღოთ 2.57 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება მოგიწევთ. გარდა ამისა, რამდენიმე პირობასაც უნდა აკმაყოფილებდეთ -18 წლის ზემოთ უნდა იყოთ და ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში უნდა ცხოვრობდეთ. ვიზა საშუალებას აძლევს ადამიანს ქვეყანაში 2 წლამდე დარჩეს. 6 წლის რეზიდენტობის შემდეგ შესაძლებელია მსურველმა მოქალაქეობაც მოითხოვონ. 

 

ახალი ზელანდია

 

მოქალაქეობა: 1.98 მლნ დოლარი

ახალ ზელანდიაში მოქალაქეობის მიღებას 1.98 მლნ დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ შეძლებთ. თუ 10 მლნ ახალზელანდიური დოლარის ინვესტიციას განახორციელებთ, მიიღებთ მოქალაქეობას. გარდა ამ პირობისა სხვა არანაირი შეზღუდვა არ არის, არც ასაკზე და არც გამოცდილებაზე. მაგრამ თუ 1.98 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებთ, 4 წლით ცხოვრების უფლებას მიირებთ. მოთხოვნები - ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ 65 წლის და ბიზნესში მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება უნდა გქონდეთ. 

 

კვიპროსი

 

მოქალაქეობა: 1.5 მლნ ევროდან

არც ისე დიდი ხნის წინ კვიპროსში მოქალაქეობის მიღება მსოფლიოში ყველაზე ძვირი ღირდა. ამ დროისთვის ინვესტიციის მსურველი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს - ინვესტიცია უძრავ ქონებაში ან ინვესტიცია ბიზნესში, რომელიც 1,5 მლნ ევროზე მეტი უნდა იყოს.

 

ავსტრალია

 

მოქალაქეობა: 1.5 მლნ ავსტრული დოლარიდან

ავსტრალიის მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა: მოქალაქეობის მიღების მსურველს პერსონალურად 2.25 მლნ ავსტრალიური დოლარი ჰქონდეს. გარდა ამისა 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ისეთ საწარმოებში, რომელიც ავტრალიის ეკონომიკისთვის არის აღიარებული. 

 

მალტა

 

მოქალაქეობა: 1 მლნ დოლარიდან

მალტაზე მოქალაქეობის მისაღებად რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მსურველმა ეროვნულ განვითარების ფონდში 1 მლნ დოლარი უნდა გადარიცხოს. ასევე სახელმწიფოს კუთვნილი 150 ათასი ევროს ოდენობის ობლიგაცები უნდა შეიძინოს. მინიმუმ 5 წლის ვადით 350 ევროს ღირებულების სახლი იქირაოს ან წელიწადში მინიმუმ 16 ათასი ევროს ღირებულების სახლი არენდით აიღოს. 

 

თურქეთი

 

მოქალაქეობა: 1 მლნ დოლარიდან

თურქეთში მოქალაქეობის მიღების ეს პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და 5 ვარიანტს ითვალისწიებს. აქედან ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ. ვარიანტები: 1 მლნ დოლარის ქონების შეძენა, თურქეთის ბანკში 3 მლნ დოლარის დეპოზიტი, სახელმწიფო ობლიგაციებში 3 მლნ დოლარის ინვესტიცია. გარდა ამისა, მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია 2 მლნ დოლარის ინვესტიციითა და 100 სამუშაო ადგილის შექმნით.

 

კანადა

 

მოქალაქეობა: 800 ათასი დოლარიდან

პროგრამა კანადის მთავრობამ მდიდარი მეწარმეების მოსაზიდად შეიმუშავა. კანადის მოქალაქეობის მისაღებად 4 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ: 3-5 წლამდე ბიზნეს გამოცდილება, მეუღლისგან დამოუკიდებლად პირადი ქონების მინიმუმ 1.6 მლნ დოლარის ქონა. ასევე მთელმა ოჯახმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწება, 5 წლის განავლობაში მინიმუმ 800 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. 

 

ბულგარეთი

 

მოქალაქეობა: 593 384 დოლარიდან

ინვესტორებისთვის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად ორი გზა არსებობს. სამთავრობო ობლიგაციებში 5 წლის განმავლობაში 1 მლნ ლევის ინვესტიცია. ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორს თანხა პროცენტის გარეშე დაუბრუნდება. 

გარდა ამისა, 1 მლნ ლევის ინვესტიცია ობლიგაციებში, 1 წლის შემდეგ კიდევ ამ მოცულობის თანხა უნდა დაამატოს, ასევე სავალდებულოა ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდეს. აუცილებელია მოქალაქეობის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში ზემოთ მოცემული ორივე პირობის დაცვა. 

 

ესპანეთი

 

ოქროს ვიზა: 500 ათასი ევროდან

მსურველს ოქროს ვიზა შესაძლებლობას აძლევს ქვეყანაში შეუზღუდავი დროით დარჩეს. ოქროს ვიზის მისაღებად რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. პირველია 500 ათასი ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენა, ბანკის აქციების შეძენა ან 1 მლნ ევროს დეპოზიტის გახსნა, ასევე 2 მლნ ევროს სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა. 

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

საცხოვრებელი ნებართვა: 500 ათასი დოლარიდან

ეს ნებართვა საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში რეზიდენტის სტატუსით 5 წლის განმავლობაში დარჩეთ, რასაც შემდეგ მოქალაქეობაც მოჰყვება. გარდა ამისა, ნებართვის მიღება შესაძლებელია მწანე ბარათის მოგებით. ბარათი მფლობელი და მის ოჯახის წევრებს 2 წლის შემდეგ შეუძლიათ მოქალაქეობა მიიღონ.  ინვესტორებისთვის რამდენიმე პირობა არსებობს - 500 ათასი დოლარის ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში ან უმუშევრობის მქონე რაიონებში, უნდა შემნას საწარმო 10 სამუშაო ადგილით. ასევე განახორციელოს 1 მლნ დოლარის ინვესტიცია კომერციულ საწარმოში. 

 

წყარო: bpn.ge

 

30-09-2018, 19:06    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი