2030 წლისთვის მსოფლიოში 2 მილიარდი ახალგაზრდა შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

კვალიფიკაციისა და საჭირო უნარების არქონის გამო 2030 წლისთვის შესაძლოა, 2 მილიარდი ახალგაზრდა სამსახურის გარეშე აღმოჩნდეს. 

 

 

ასეთ დასკვნას კომპანია Deloitte და საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაცია ერთობლივად ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის სახელწოდებაა „თანამშრომლების მომზადება ხვალინდელი დღისთვის, მეოთხე სამრეწველო რევოლუციისთვის. კომპანიების სამოქმედო გეგმა“.

 

 

„მეოთხე სამრეწველო რევოლუციას მივყავართ უპრეცენდენტოდ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი და როგორც შედეგი, სრულიად იცვლება არამხოლოდ სამუშაოს ტიპი, არამედ მათი შესრულების მეთოდებიც. სიტუაცია როცა დასაქმებულები ვერ ასწრებენ ადაპტირებას ცვლილებებთან, რომელიც ხდება ბაზარზე, იწვევს შეწუხებას დამსაქმებლებში. პროგნოზის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით საკუთარი სამუშაო ადგილის 

დაკარგვის რისკის ქვეშ 1,8 მილიარდზე მეტი ახალგაზრდაა“, - წერია დოკუმენტში.

 

 

კვლევაში მითითებულია, რომ ახალგაზრდობის წარმატების მისაღწევად აუცილებელია საბაზისო ცოდნის ქონა, მათ შორის, სამუშაო დროის სწორად დაგეგმვა, პრეზენტაციის გამართვა, სამუშაო დისციპლინა. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურები სულ უფრო ხშირად ცვლიან კადრებს, ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ურთიერთობის უნარების ცოდნა, მათ შორის, კრეატიულობა, ემოციური ინტელექტი და კრიტიკული აზროვნება.

 

 

ასევე უმნიშვნელო არ არის ტექნიკური უნარებიც. „უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა ხსნის აქამდე მიუღწეველ შესაძლებლობებს დასაქმებისთვის. ვაკანსიები, რომლებიც ამ დროისთვისაც არ არის დახურული, ძირითადად ითხოვენ სპეციფიურ დარგებში ცოდნას და ზოგად განსწავლულობას“, - განმარტებულია კვლევაში.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარია ინოვაციების მიღება, კრეატიულობა და ინიციატივა ახალ წამოწყებებში. ექსპერტები თვლიან, რომ კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ მეტი ინიციატივა ახალგაზრდების მომზადებაში მომავალი საქმიანობისათვის.

 

 

„ჩემი აზრით, ბიზნესმა უნდა ითამაშოს ლიდერის როლი არამხოლოდ უნარებისა და ცოდნის აღმოჩენაში, რომელიც საჭიროა სამომავლოდ, არამედ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელისუფლებებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან“, - აცხადებს Deloitte-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი დევიდ კრუკშანკი.

 

კომპანიები სრულად უნდა გათავისუფლდნენ თანამშრომლების განათლების ფორმალური მიდგომებისგან და დაიწყონ თანამშრომლების ცოდნის შეფასება, ასევე შეიმუშავონ პროგრამები მათი განსწავლისთვის კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე“, - წერია დოკუმენტის დასკვნაში.

 

წყარო: bpn.ge

25-09-2018, 20:27    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი