Top-5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს

Wealth-X World Ultra Wealth Report-ის ექსპერტებმა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. 

 

ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მსოფლიოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ქონება 30 მილიონ დოლარს აჭარბებს, 255 810-ია. მათი მთლიანი ქონების მოცულობა კი 31,5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და 2022 წლისთვის მსოფლიოში მცხოვრები უმდიდრესი ადამიანების რიცხვი 360 390-ს მიაღწევს. 

 

 

გთავაზობთ Top-5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს:

 

 

5. კანადა 

 

მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-5 ადგილზე კანადა აღმოჩნდა. ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, 2018 წელს 

ამ ქვეყანაში მდიდარი ადამიანების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა. ქყეყანაში მცხოვრები 10 840 უმდიდრესი ადამიანის ქონების საერთო მოცულობა 1,15 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

 

 

4.გერმანია

 

2017 წელს გერმანიაში მილიონერების რაოდენობა 12,3%-ით გაიზარდა და უკვე დღეს ფედერალურ რესპუბლიკაში 15 000 უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. მათი ქონების საერთო მოცულობა კი 1,8 ტრილიონ დოლარს აღემატება.

 

 

3. ჩინეთი 

 

კვლევის შედეგად, მესამე ადგილზე ჩინეთი აღმოჩნდა. ამ ქვეყანაში 30 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ქონება 16 875 ადამიანს აქვს. ქონების საერთო მოცულობა კი 2,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

 

 

2. იაპონია 

 

იაპონია უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. დღეს ამ ქვეყანაში 17 900 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ქონება 30 მილიონ დოლარს აჭარბებს. მათი ქონება კი 1,6 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. 

 

 

1. ამერიკა

 

79 600 უმდიდრესი ადამიანით პირველ ადგილზე აღმოჩნდა ამერიკა. კვლევის მიხედვით, მათი საერთო ქონება 9,8 ტრილიონ დოლარს აღწევს. 

 

წყარო: bpn.ge

 

23-09-2018, 20:39    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი