პარკირების წლიური გადასახადი 1500 ლარი ხდება

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირება მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემის შემოღებით გადასახადი თბილისში საგრძნობლად გაიზრდება.

 

 

 

როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, თუკი ტარიფი კომერციული პარკირების საფასურს დაუახლოვდება, როგორც ეს ვიცე-მერმა განაცხადა, პარკირების წლიური ხარჯი დაახლოებით 1 500 ლარს მიაღწევს.

 

 

 

მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვთ, მაგრამ რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია. კერძოდ, მომავალი წლიდან პარკინგის წლიური 50-ლარიანი გადასახადის გარდა, მძღოლებს თბილისის ზოგიერთ უბანში დამატებით საათობრივად მოუწევთ პარკინგის საფასურის გადახდა.

 

 

 

„შეიძლება, აღებული იყოს კომერციული პარკირების საფასური, როგორც მაქსიმალური ზღვარი. როგორც იცით, დღესაც არსებობს კომერციული როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები და მათი საფასური მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალური პარკირების წლიურ საფასურს. შესაძლებელია, დაახლოებით ამ ზღვარში იმსჯელოს საკრებულომ”, – განაცხადა ხმალაძემ.

21-09-2018, 19:47    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი