ნასა-მ გამოაქვეყნა იმ მცენარეების სია, რომლებიც ყველაზე უკეთ წმენდენ ჰაერს

როგორ დაბინძურებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ყველამ კარგად ვიცით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტ ქიმიურ საშუალებებს ვიყენებთ ყოველდღიურად, იქნება ეს დეოდორანტები, სარეცხი თუ სახეხი საშუალებები, გელები, ლაქები და კიდევ უამრავი სხვა რამ.

 

ყველა ეს საშუალება ერთი შეხედვით ყოველდღიურ ყოფით საქმეებს გვიმარტივებს, მაგრამ ხშირად დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორ აბინძურებს ჰაერს? დიახ, ტოქსინები ყველგან არის, ჰაერში, წყალში, საკვებ პროდუქტებში. ზოგი არც ისე საშიშია, თუმცა ზოგს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ორგანიზმის ტოქსინებისგნა გაწმენდა ჯანსაღი პროდუქტების საშუალებით არის შესაძლებელი, თუმცა რა მოვუხერხოთ ჰაერს? რა შეიძლება გავაკეთოთ საიმისოდ, რომ სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ?

 

1989 წელს NASA-მ დაიწყო კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ოთახის მცენარეებს შესწევთ უნარი მაქსიმალურად გაასუფთავონ დაბინძურებული ჰაერი.

მათ შეისწავლეს სხვადასხვა შენობა. საბოლოოდ დაადგინეს, რომ ავეჯი, ხალიჩები, პლასტმასის ჭურჭელი, სიგარეტის კვამლი შეიცვას ისეთ მავნე ნივთიერებას, როგორიც არის ფორმალდეჰიდი. ის იწვევს ალერგიას, ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ასთმას და ასევე კანის დაავადებებს. 

 

ასევე ძალიან საშიში ნივთიერებაა ბენზოლი, ის პროვოცირებას უწვეს ლეიკემიას. ეს ნივთიერება ფიგურირებს სიგარეტის კვამლში, უმარავ სარეცხ საშუალებაში. 

არანაკლებ საშიშია ამიაკი და კისლოლი, რომელიც ფიქსირდება ასევე სიგარეტის კვამლში, კომპიუტერულ ტექნიკაში და საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებში. 

საბოლოო დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს ოთახის მცენარეები, რომელთაც შესწევთ ძალა გაანადგურონ ამ მომწამვლელი ნივთიერებების 85%.

გთავაზობთ ამ მცენარეების ჩამონათვალს:

 

1. ქრიზანთემა

 

გარდა იმისა, რომ ეს მცენარე თავისთავად ძალიან ლამაზია და ინტერიერს ალამაზებს ის წმენდს ჰაერს ბენზოლის, ამიაკისა და ფორმალდეჰიდისაგან.

 

2. ჯეიმსონის გერბერა

 

ეს უჩვეულოდ ლამაზი ყვავილი ანადგურებს ბენზოლსა და ფორმალდეჰიდს. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე. 

 

3. სკინდაფსუსი

 

მიუხედავდ იმისა, რომ ეს მცენარე შხამიანია, მშვენივრად წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან. ის ძალიან კარგად და უპრობლემოდ ადაპტირდება ნებისმიერ გარემოსთან. თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ, მაქსიმალურად მოაშორეთ ბავშვებსა და ცხოველებს.

 

4. ფიკუსი

 

ეს გახლავთ ლამაზი მცენარე მასიური ფოთლებით. ის თვალსაც გაახარებს და ჰაერს ფორმალდეჰიდისა და ტრიქლორეტილენისაგან ათავისუფლებს.

 

5. ხვეული სურო

 

ეს ძალიან სასარგებლო მცენარეა. მშვენივრად ებრძვის ფორმალდეჰიდსა და ბენზოლს, ასევე ანადგურებს ობს. ეს მცენარე არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, თუმცა უყვარს ჩრდილი. 

 

6. აზალია

 

მშვენიერი ყვავილია, რომელიც აუცილებლად გაალამაზებს თქვენს სახლს. ძალიან ეფექტურად ებრძვის ფორმალდეჰიდს. მისი ერთადერთი უარყოფითი თვისება ის გახლავთ, რომ ძალიან მგრძნობიარეა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

 

7. მშვიდობის ლილიფერა

 

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ყვავილია ჰაერის გასასუფთავებლად. ის უმკლავდება თითქმის ყველა ტოქსინს. თუ რეგულარულად გაუწმენდთ ფოთლებს, ყოველთვის სუფთა ჰაერს ისუნთქებთ. 

 

8. დრაცენა

 

ეს მცენარე ყველაზე კარგად ანადგურებს ქსილოლს, ასევე ტრიქლორეტილენსა და ფორმალდეჰიდს. 

 

9. ბოსტონური გვიმრა

 

იდეალური მცენარეა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მუდმივად დროის დეფიციტი აქვთ. გვიმრის მორწყვა თვეში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია, სამაგიეროდ იგი ძალიან კარგად წმენდს ჰაერს. 

 

10. ბამბუკის პალმა

 

ის ძალიან კარგია ბენზოლის ფილტრაციისთვის. 

 

11. ფილოდენდრონი

 

პატარა შრომისმოყვარე მცენარეა, რომლიც უზრუნველყოფს თქვენს სუფთა გარემოს. თუმცა, ამ მცენარის ქონა არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევაში, თუ სახლში არიან ბავშვები და ცხოველები.

 

12. შეფლერა

 

ეს ლამაზი და უპრეტენზიო მცენარე შესანიშნავად წმენდს ჰაერს. 

 

13. ალოე

 

რთულია ალოეს მსგავსი სასარგებლო ოთახის მცენარის წარმოდგენა. ეს ისეთი მცენარეა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. 

 

14. სანსევიერია

 

ძალიან ამტანი მცენარეა. ძალიან უნდა მოინდომო, ამ მცენარის დაღუპვა რომ მოახერხო. ეს ყვავილი ისეთი დიასახლისებისთვის არის მისწრება, რომელთაც მუდმივად ავიწყდებათ მწვანე მეგობრებზე ზრუნვა. ის მშვენივრად ანადგურებს ტოქსინებს. ძალიან უხდება საძინებელს. 

 

15. ოფიოპოგონი

 

ეს გახლავთ ბალახისებრი დეკორატიული მცენარე, რომელიც მშვენივრად ებრძვის ბენზოლსა და სხვა ტოქსინებს. 

 

16. ლილია ფლამინგო

 

მშვენივრად ატენიანებს გარემოს და ასუფთავებს ჰაერს.

1-03-2018, 17:22    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი