ანაკლიის პორტით კიდევ ერთი მსხვილი ჩინური კომპანია დაინტერესდა

ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის China Railway International Group-ის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის პროექტის შესასწავლად საქართველოს ეწვივნენ.

 

კომპანიის დელეგაციამ მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და საქართველოს სამთავრობო უწყებებთან გამართა, შემდეგ კი ანაკლიას ესტუმრა და პორტის ტერიტორია და  მიმდინარე სამშენებლო  სამუშაოები მოინახულა.

 

 

China Railway International Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მშენებლობის მიმართულებით, რომელიც 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე კონტრაქტებს ფლობს.

 

 

ჩინეთის მთავრობის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, რომელიც განახლებული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას გულისხმობს, საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ე წ „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ ნაწილად მოიაზრება.  ამ მარშრუტში ჩართვის შანსი  საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედების შედეგად მიეცემა, მას შემდეგ რაც მასშტაბური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქვეყანა დიდი რაოდენობით ტვირთის გატარებას და გადაზიდვას შეძლებს.

 

9-02-2018, 15:47    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი