სად ყრიხართ, გულანთებულო პატრიოტებო, საქართველოს გაბრწყინების მომლოდინენო...

პირადად მე არც ვინმეს მოწონება მჭირდება და არც - დახმარება - ცოტნე გამსახურდია. ყველაფერი იმისათვის არსებობს, რომ ჩვენ გაზრდაში დაგვეხმაროს, გვეუბნება ტიბეტური სიბრძნე.

 

მაგრამ ჯიუტად ვამბობთ უარს ამ სიკეთეზე! მერე მკითხავენ, რატომ მაქვს ცუდი წარმოდგენა ამ ქვეყანაზე. სად ყრიხართ, გულანთებულო პატრიოტებო, საქართველოს გაბრწყინების მომლოდინენო, საქართველოს ბედდამწვარო ჭირისუფალნო?! მოდით, ნახეთ, გუშინ საღამოს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული 3 შვილის დედის დასახმარებელ სტატუსს 20 ლაიქიც კი არა აქვს და გაზიარება ხომ საერთოდ... მაშინ როდესაც, სიამოვნებით, თითქმის ათასმა ადამიანმა დაალაიქა აქ დაწერილი ისტორია მოხუც უსახლკაროზე, ხოლო ორასამდე ადამიანმა - როგორ დაეხმარა მიხეილ ხუბუტია ლეიკემიიან ბავშვს... რა გულისხმიერებაა, როგორი თანაგრძნობის უნარი, ერთი შეხედვით - გასაოცარია... კინაღამ მეც კი დავიჯერე ჩვენი საზოგადოების სიქველე! ოღონდ იქამდე, სანამ რაიმე კონკრეტული, თუნდაც მცირედი იქნება გასაკეთებელი. თუნდაც ხუთი ლარი იყოს! საერთოდ უნდა გავაუქმო ეს დედა შე... ი ფეისბუქი! პირადად მე არც ვინმეს მოწონება მჭირდება და არც - დახმარება. და ვისაც სჭირდება, არც ასე აქცევენ დიდ ყურადღებას!

 

იმედი

16-02-2014, 01:19    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი