"ჯეოსელი" გადასახადებს თავს არიდებდა

"ჯეოსელის" წინააღმდეგ საქმე სსკ 218-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი დიდი ოდენობის გადასახადისგან, მეორე ნაწილი კი განსაკუთრებით დიდო ოდენობის გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს, რაც სწორედ გამოძიების პროცესში დადგინდება.

კომპანია "ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ, 13 თებერვალს შევიდა.

"ჯეოსელის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი პასი კოისტინენი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ ვადასტურებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას კომპანიაში. ამჟამად "ჯეოსელში" მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღებას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს პრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. "ჯეოსელი" საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. "ჯეოსელი" გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

15-02-2014, 02:00    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი