რა ნიშნულს მიაღწევს საწვავის ფასი?

საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად იცვლება. იანვრიდან მოყოლებული, საწვავი 35 თეთრით გაძვირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა,

 

რამაც გარკვეულწილად მოხმარების შემცირება გამოიწვია, რასაც იმპორტიორებიც ადასტურებენ.

 

კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლარი თუ არ გამყარდა, საწვავი გაძვირებას გააგრძელებს. ჯერჯერობით ბაზარზე ამის საჭიროება არ არის, რამდენადაც ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ფასის ზრდა ნებისმიერ დროს მოსალოდნელია.

 

საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობი 56 დოლარი ღირს. "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 573 დოლარს შეადგენს, 1 ტონა დიზელზე 

 

კი - 487,5 დოლარს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი დაახლოებით 1,88 ლარია, ხოლო იმავე მოცულობის დიზელი 1,75 ლარის ფარგლებშია.

 

აქციზის ზრდის გარდა, საწვავის ღირებულებაზე როგორც ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, დოლარის კურსის მერყეობა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილება მოქმედებს.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი არ მალავს, რომ ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული და ფასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

15-02-2017, 14:47    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი