"ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით..." - პროგრესული ავტომობილის ელეგანტური მძღოლი ნინო კასრაძე

"მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად.

 

ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!" - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - "ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის.

 

ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით."

 

AUTO BILD-ის გარეკანზე ადამიანი, თუნდაც ცნობადი სახე, ძალიან იშვიათი მოვლენაა. ამჯერად, საავტომობილო ჟურნალის პირველი გვერდი ნინო კასრაძემ დაამშვენა - ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა სახემ სრულიად საქართველოს ცნობად სახეებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და პროგრესულ, ეკოლოგიურ ავტომობილთან, ჰიბრიდულ Toyota RAV4-თან ერთად.

13-02-2017, 16:44    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი