ბილ გეითსი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდება

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი, 25 წელიწადში მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდება. ამ დროისთვის მისი კაპიტალი 84,4 მილიარდი დოლარია. 

 

Forbes-ის რეიტინგების მიხედვით, 61 წლის ფილანტროპი, ამჟამად, მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერია და მისი კაპიტალი დღითიდღე იზრდება.

 

იგი აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით. ის მალარიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინებში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს. "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი 123,54 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში ცხოვრობს, რომელსაც 24 საძინებელი და 10 აბაზანა აქვს. მისი სახლის კინოთეატრი 20 ადამიანს იტევს. ტრილიონერი ე.წ "ჭკვიან სახლში" ცხოვრობს, რომელშიც თანამედროვე ტექნოლოგიისა და სიმწვანის, ხეებისა და მცენარეების ნაზავია. სახლის ავტოფარეხი 23 ავტომობილს იტევს.

 

 

ბილ გეითსის აუზში წყალქვეშა ხმოვანი სისტემაა დამონტაჟებული. ის ასევე იახტასა და საკუთარ თვითმფრინავს - BD 700-სს ფლობს.

 

ბიზნესმენი "პორშეს" კოლექციონერია, მის საკუთრებაშია "პორშე 911, "პორშე 930" და "პორშე 959". ეს ავტომობილები ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოშვებული. გარდა ამისა, ბილ გეითსი Mercedes S Class-ის და BMW-ს შვიდი ავტომობილის, Chevrolet Corvette-ს, Rolls Royce-ისა და Bentley-ის მფლობელია.

 

ბილ გეითსი ასევე ინვესტიციებითაც არის დაკავებული. ის Cascade Investment LLC-ს ფლობს, რომელიც საკუთარ თავში Berkshire Hathway-ს, Coral Col-სa, Femsa-ს, Carpetrigh-ის, Four Seasons Hotels-ისა და Waste Management-ს აერთიანებს.

2-02-2017, 14:44    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი