გური სალუქვაძე - მაგისტრი და მეწარმე, შოუბიზნესიდან ბიზნესში.

2 წლიდან მიკროფონი არ გაუშვია ხელიდან. 4 წლიდან სცენაზე დგას. 13 წლიდან პირდაპირი ეთერების და დღემდე პრესტიჟული ივენთების შოუმენი. სტუდენტობის მე - 9 წელი და მესამე უნივერსიტეტის მაგისტრი, კიდევ ერთი წელი და ასოცირებული პროფესორის სტატუსი.

 

ტრადიციული ოჯახი, ქართული ცეკვები, ფოლკლორი, ჩოხა, ეროვნული ინტერესები და ცხოვრების თანამედროვე ელემენტებით. დღეს ასე შეიძლება დახასიათდეს გურის არსებობის 25 წელი.

 

სცენა მისითვის ყოველთვის მიზიდულობის ობიექტი იყო, თუმცა ტექნიკურმა ნიჭმა, ორი ურთულესი ფაკულტეტი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერება და ვერსალის ფრანგული პროგრამირების ფაკულტეტი დაამთავრებინა. მაგისტრატურას კი ტელე - მედია კომუნიკაციების მიმართულებით, თეატრალურ უნივესტიტეტში აგრძელებს.

 

ხშირი მოგზაურობიდან და ჯანსაღი ცხოვრების წესებიდან გამომდინარე, ინსპირაცია - ეროვნული პროდუქტის შექმნა გახდა. ასე შემოვიდა ბაზარზე, „ჩირჩხელა“ - ქართული ჩირის წარმოება.

 

არ იყო მარტივი ამ საქმის შენების გზა, ამისთვის იყო ხშირი ტრენინგები, კონსულტაციები და მასტერკლასები ამ დარგის ექსპერტებთან. 

 

როგორც თავად ამბობს ჩირის წარმოებაზე უკეთ, მისი მენეჯმენტი ვიციო, თუმცა ამისთვის არსებობს პროფესიონალი, ჩირჩხელას მთავარი ტექნოლოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, კონსტანტინე სარიშვილი, რომელიც წარმოების ციკლზე და  ხარისხზე ზრუნავს. მენეჯმენტს კი თავად უძღვება.

 

კრეატიული ბრენდი -  ასე ახასიათებს ჩირჩხელას მოხიბლული საზოგადოება. მისი ექსკლუზიური ვიზუალიზაცია და დიზიანი ცნობილ კრეატორს და დიზაინერს მაგდა გამყრელიძეს ეკუთვნის.

 

„საქართველოს ბარაქა ერთ სივრცეში“, საფირმო მაღაზია და ჩირის ბუ-წიკი აბაშიძის 33-ში. ყველაფერი ნატურალური, 15 დასახელების ხილის და ბოსტნეულის ჩირი, ჩურჩხელები, თაფლი, მურაბა, ღვინო, ჩაი და სხვა სასარგებლო მცენარეები. 

 

ათამდე დასაქმებული ადამიანი, ქართული ხიბლი, წარმატებული დეგუსტაციები, კმაყოფილი მომხმარებლები, საზოგადოების სიყვარული. ჯერ მხოლოდ ორი თვეა და სწორედ ეს მიღწევები აქვს ჩირჩხელას.

 

არ წყდება ზარები უცხოეთიდან და ექსპორტიორების მხრიდან, რასაც უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოება და ექსპორტზე გასვლა მოჰყვება. 

 

გური სალუქვაძე - მაგისტრი და მეწარმე, შოუბიზნესიდან  ბიზნესში.


გური სალუქვაძე - მაგისტრი და მეწარმე, შოუბიზნესიდან  ბიზნესში.


გური სალუქვაძე - მაგისტრი და მეწარმე, შოუბიზნესიდან  ბიზნესში.


 გური სალუქვაძე - მაგისტრი და მეწარმე, შოუბიზნესიდან  ბიზნესში.

1-03-2017, 13:48    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი