ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „ჯეოსელში“ შევიდა

ჯეოსელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, გიორგი გრძელიშვილი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ „ჯეოსელი" დეტალებს მოგვიანებთით გაჟღერებს, თუმცა კომენტარისგან თავს იკავებენ ჯეოსელში. საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში მიზეზს არ აკონკრეტებენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ჯეოსელში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობას ადასტურებენ ასევე ფინანსთა სამინისტროშიც.

 

13-02-2014, 23:54    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი