საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება - რა ცვლილებები იგეგმება სამინისტროების ბიუჯეტში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში 40 მილიონი ლარი დაემატება. ამას მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა და რომლის მიღება 23 დეკემბრამდე იგეგმება.

 

პროექტის მიხედვით, სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიების ხარჯზე, უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 40.0 მლნ ლარით მცირდება და მობილიზებული რესურსი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება.

 

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 570.0 მლნ ლარი განისაზაღვრა. მიმდინარე წელს მას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 35.0 მლნ ლარი გამოეყო და ბიუჯეტი 605 მლნ ლარს შეადგენს. 2016 წლის 11 თვის საკასო შესრულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 600.0 მლნ ლარამდე.

 

უწყებების ბიუჯეტებში არსებული ეკონომიებიდან მობილიზებული რესურსი (40 მლნ ლარი) პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს მისი ბიუჯეტის ფარგლებში არსებული რესურსების მობილიზებას.

 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, საინვესტიციო გრანტებსა და კრედიტებში, სხვადასხვა უწყებების მიერ პროექტების შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით, ათვისებული სახსრები აისახება.

 

კერძოდ, საქართველოს პარლამენტი - ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით, საქართველოს

პარლამენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე;

 

მთავრობის ადმინისტრაცია - ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით;

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - ასიგნებები მცირდება 3.5 მლნ ლარით;

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - ასიგნებები მცირდება 9.0 მლნ ლარით;

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები ჯამურად იზრდება 80.4 მლნ ლარით და განისაზღვრება 750.4 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით;

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ასიგნებები 23.2 მლნ ლარით, მათ შორის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ გრანტის ფარგლებში ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, პროგრამა მცირდება 16.8 მლნ ლარით. ჯამურად სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 952.0 მლნ

Advertisement

ლარით;

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - ასიგნებები იზრდება 69.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 204.5 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით განსახორციელებელი პროექტების ათვისების

ტენდენციით.

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სამინისტროს ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება უცვლელი რჩება და კვლავაც განისაზღვრება 950.0 მლნ ლარით, ამასთან საინვესტიციო გრანტებისა და კრედიტების წყაროებით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ზუსტდება გეგმები, პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით;

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დონორი ორგანიზაციების გრანტების და კრედიტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე სამინისტროს ასიგნებები მცირდება 10.3 მლ ლარით (მათ შორის გრანტი 1.5 მლნ ლარით, ხოლო კრედიტი 8.8 მლნ ლარით) და განისაზღვრება 311.1 მლნ ლარით;

 

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახდელებში აისახება EBRD-ის დაფინანსების ფარგლებში თბილისის ავტობუსების შესყიდვაზე მიმართული სახსრები (გრანტი 2.0 მლნ ლარი და კრედიტი 14.8 მლნ ლარი), ასევე ზუსტდება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება. ჯამურად საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების დონორების ნაწილი იზრდება 13.2 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1 971.0 მლნ ლარით.

13-12-2016, 13:04    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი