ფარული ჩანაწერების და მოსმენებისთვის სასჯელი მკაცრდება

სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ფარული მიყურადებისა და ჩანაწერების განხორციელებასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. 

 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: 

 

 "უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ამ კანონის დარღვევა ითვალისწინებდა მხოლოდ 3 წლამდე პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში ეს ვადა იქნება 7 წელი".

 

"თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა და მას საგამოძიებო ორგანოებში წარადგენს, მისი პასუხისმგებლობა არ დადგება. თუ მას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს, ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცემა", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

 

13-02-2014, 23:31    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი