მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“

საქართველოში ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა - სახელად „ჩირჩხელა“.  თეთრი პოლარული “ბუ” ჩირის წარმოებაში უამრავ კრეატიულ ტექნოლოგიებს გვთავაზობს. ასორტიმენტისგან განსხვავებით სლოგანი სიტყვაძუნწი აქვს, თუმცა მართავს გონებას - „ისარგებლეთ“.

 

ქართული ჩირის წარმოება - ეს ის ხაზია, რომელიც ერთი წარმატებული ახალგაზრდის 25 წლის გური გუკა სალუქვაძის შთაგონების წყარო გახდა.

 

გური საიდან წარმოიშვა იდეა და რატომ გადაწყვიტეთ ამ არც თუ იოლი საქმის დაწყება?

 

როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამ სფეროს არანაირი წინაპრების ტრადიციები არ უძღვის წინ. ყველაფერი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდა ერთმანეთს, ბოლო დროს ტვინში მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმება მიტრიალებდა.

 

მთელი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესებით ვცხოვრობ და მიუხედავათ დატვირთული გრაფიკისა სპორტდარბაზის ხშირი სტუმარი ვარ, ტრენერები და დიეტოლოგები ვარჯიშთან ერთად კვების რაციონსაც გვიდგენენ. ამ რაციონში მნიშნელოვანი ადგილი ჩირს ეთმობა. 

 

ჩირი დელიკატესია, ფასის შესაბამისი ხარიხიანი ჩირის ყიდვა ძნელი მისაგნები გახდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ჩემი თანატოლებისთვის, ბავშვებისთვის და მათთვის ვისაც ჯანსაღი წახემსება უყვარს, შემექმნა ნატურალური პროდუქტი, რომელიც იქნებოდა სასარგებლო და გასართობიც. 

 

ჩირი შეიცავს კალცს, აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, აძლიერებს კონცენტრაციას, უხდება მეხსიერებას, იგი სამკურნალო საშუალებაცაა და ამავდროულად სასაჩუქრე სუვენირიც.

 

სურვილი და იდეა კარგია, მაგრამ საქმის კეთებაზე როგორ გადახვედით?

პირველი რაც დავიწყე იყო ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები ამ სფეროს პროფესიონალებთან.

შემდეგ აღვჭურვეთ წარმოება და დღეს ვაწარმოებთ ნატურალურ ქართულ ჩირს ესენია: შეუდარებელი  შავი ქლიავი, ლეღვი, ვაშლი ატამი, კივი, ნესვი, საზამთრო, ყურძენი. ვამზადებთ უგემრიელეს ტყლაპსაც, გვაქვს ეგზოტიკური ჩირიც, მაგალითად ანანასი და სხვა. 

 

ჩირჩხელას  ჩირი არის ორგანული, კონცენტრანტების გარეშე, ეს ჩვენი მთავარი ნიშაა. გვყავს მთვარი ტექნოლოგი, რომლის ქმნის და მკაცრად აკონტროლებს ხარიხს.

 

გური ბრენდის სახელიც და საფირმო ნიშანიც ძალიან არაორდინალურია, რატომ ბუ? 

ბუ ძალიან საინტერესო და კრეატიული ფიგურაა, ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ მარკეტინგული გადაწყვეტილებაა, თან ხასიათით მგავს. ამიტომ ბრენდინგზე მუშაობის დროს ბუზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ სახელზე კი ბვერი ვერსიები გვქონდა, „ჩირჩხელა“ ჩემი დარქმეულია და ძალიან მომწონს, რომ სახელში ქართულობა იკითხება. სწორი ამოცანის დასმის შემდგე დიზაინერმაც შესანიშნავი სახასიათო  ლოგო შემოგვთავაზა. ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი „ბრენდბუკი“, მე პირადად არასტანდარტული მარკეტინგის მომხრე ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

მთავრობის მხარდაჭერით მოიპოვეთ დაფინანსება?

არა ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია და საკუთარი ძალებით შევქმენით „ჩირჩხელა“, თუმცა ვაპირებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობას, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო ჩვენი წარმოება. გვინდა შემოვიტანოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჩირის ბიზნესში, რომელსაც თქვენი ნებართვით ამჯერად ინკოგნიტოდ დავტოვებ.

 

სად არის შესაძლებელი თქვენი ჩირის შეძენა? 

ინფორმაცია მოულოდნელი დინამიკით გავრცელდა, გვიკავშირდებიან ქეითერინგის და ივენთ სერვისების კომპანიები, გვიკვეთავენ საელჩოები, ჩირჩხელა მისი სახელით და შიგთავსით უცხოელისთვის მიმზიდველია, ასევე ვიღებთ კერძო და კორპორატიულ შეკვეთებს, ვამზადებთ ტკბილ სასაჩუქრე კალათებს და ქეისებს, გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი. კომპანიებიდან საახალწლო საჩუქრებისთვის უკვე წინასწარ მივიღეთ რამოდენიმე შეკვეთა.

 

ჩირჩხელა ორგანული პროდუქტია, ხარისხი უმაღლესი, დიზაინი ინდივიდუალური, შეფუთვა კრეატიული, ფასები სტანდარტული.

 

მსურველებმა როგორ უნდა დაგიკავშირდნენ?

ფუნქციონირებს ფეისბუკ -  გვერდი chirchkhela ჩირჩხელა, სადაც განთავსებულია ასორტიმენტი. მზადების პროცესშია ვებგვერდი - www.chirchkhela.ge შეკვეთებისთვის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ -  597 705 794.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მოთხოვნა უკვე საკმაოდ მაღალია, სულ მალე გაიხსნება „ჩიჩხელას“  სახელობითი მაღაზია, პროდუქცია შევა ფიტნეს დარბაზების და მარკეტების ქსელში, მიმდინარეობს საექსპორტო რეგულაციებისთვის მზადება.

 

„ჩირჩხელა“ დეგუსტაციებზე უმაღლეს შეფასებებს იღებს, მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით და მომხმარებელი კმაყოფილია. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი შრომა უძღვოდა, თუმცა მთავარი ჯერ წინაა. მზად ვართ ბიზნეს - პარტნიორობისთვის და საინტერესო გამოწვევებისთვის.

 

„ისარგებლეთ ჩირჩხელა“

 

მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“

მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“
მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“
მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“
მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“
მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“
მეამაყება რომ ქართულ პროდუქტს ვქმნით სახელად „ჩირჩხელას“

 

 

1-11-2016, 20:25    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი