იტალიაში ჩირის დიეტის ბუმია: მილანში ყოველი მეხუთე ადამიანი გასახდომად ამ მეთოდს მიმართავს

არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაეცვას დიეტა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, წონის დაკლების სურვილი მხოლოდ მირაჟად რჩება. 

 

ამიტომ გთავაზობთ იტალიურ დიეტას, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ. "ჩირის" დიეტა, ძალიან მოდურია ამჟამად მილანში. ჩირი მოდის და სილამაზის ინდუსტრიაში განუყოფელი იგრედიენტია.

 

მოდელები მას აქტიიურად მოიხმარენ ამიტომაც მათი სახის კანი და ფიგურა მუდამ ფორმაშია.

 

ამ დიეტას აქტიურად იყენებს ადამიანები, რომლებსაც უნდათ ახალგაზრდობის და სასურველი ფორმების შენარჩუნება.

 

 

ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მილანში მცხოვრები ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ამ დიეტაზე. 

 

როგორც გვპირდებიან, ამ დიეტის დაცლისას მესამე დღიდან საოცარ სიმსუბუქეს შევიგრძნობთ და არც მუდმივი შიმშილის გრძნობა შეგვაწუხებს.

დაშვებულია ნებისმიერი ჩირით წახემსება შიმშილის დროს, ჩირი ძალიან თან განაყრებს.

 

გთავაზობთ 6-დღიან კურსს:

 

დღე 1

 

საუზმე - 70 გრ მოთუშული ან მოხარშული საქონლის ხორცი + 50 გრ ქლიავის ჩირი

 

სადილი - 200 გრ მწვანე ლობიო + 8 ცალი ზეთისხილი 

 

სამხარი - 3 ცალი ბულგარული წიწაკა+ 6 ცალი სალათის ფურცელი, ზეითუნის ძეთით. 

 

დღე 2

 

საუზმე - 2 ცალი კვერცხი +2 ცალი პომიდორი

 

სადილი - 70 გრ გრილზე შემწვარი ქათმის ფილე + 50 გრ ლეღვის ჩირი

 

სამხარი - ერთი მუჭა ნუში + 1 წითელი ვაშლი

 

დღე 3

 

საუზმე - 150 გრ ვაშლი და ატამი ხილი

 

სადილი - ხილის სალათა (ვაშლი + მსახალი. ზემოდან მოასხით ფორთოხლის წვენი)

 

სამხარი - 50 გრ გრილზე შემწვარი ნებისმიერი თეთრი თევზი + ვაშლის ჩირი.

 

დღე 4

 

საუზმე - 70 გრ სულგუნი + შავი ქლიავის ჩირი

 

სადილი - 1 პორცია პომატ-პასტით მომზადებული სპაგეტი

 

ვახშამი - 80 გრ მოხარშული ძროხის ხორცი + 2 კიტრი

 

დღე 5

 

საუზმე - ერთი მუჭა ნუში და იოგურტი

 

სადილი - დაბალ ცეცხლზე მოთუშული საქონლის ხორცი ბულგარულთან და ნესვის ჩირთნ ერთად

 

სამხარი - 70 გრ შავი ყურძენი

 

დღე 6

 

საუზმე - 70 გრ კივის და ანანასის ჩირი +1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 

 

სადილი - 70 გრ მოხარშული ბრინჯი და კვერცხი

 

სამხარი - მწიფე ანანასის მესამედი ნაწილი.

 

 

 

ექსპერტები გვირჩევენ ჩაერთოთ აქტიურად აერობიკაში, ან ფიტნესში.

21-10-2016, 17:27    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი