ბათუმი მუსიკალური ფესტივალის BATUMI MusicFest - ის მოლოდინშია

2016 წლის 17-22 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი " ლირა " მართავს ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - BATUMI  MusicFest.

 

ბათუმი სწორედ ის ადგილია, სადაც ზაფხულის მზის ენერგიით დამუხტულ დამსვენებელს, კლასიკური მუსიკის განუმეორებელი ჰანგები დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი არტისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბათუმის სინფონიურ ორკესტრთან ერთად შესრუდება მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრები.  

 

ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით. 

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარება ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით და მიწვეულები იქნებიან საზღვარგარეთ მასტერკლასებში და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება იუნესკოს 70 იუბილესადმი მიძღვნილი სემინარი.

 

 

საქარველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში BATUMI  MusicFest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა 

4-08-2016, 21:35    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი