შეცდომები, რომელიც სამსახურში არ უნდა დაუშვათ

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად კვალიფიციური, ნიჭიერი და პროფესიონალი ხართ - არის თვისებები, რომლის გამოც შესაძლოა, ერთ წუთში დაკარგოთ თანამშრომლებისგან თქვენდამი დადებითი განწყობა.

 

გამოცემა "ჰაფინგტონ პოსტი" იმ ქცევების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელიც პროფესიულ წარმატებაში დაბრკოლებად გექცევათ.

 

სამსახურში ინტრიგების ხლართვა

 

არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ცდილობენ სხვა თანამშრომლების ზურგს უკან ინტრიგების ხლართვას. ასეთი საქციელი ყოველთვის დიდი პრობლემებით სრულდება. გახსოვდეთ, რომ თქვენი მცდელობა კოლეგების თვალში ვინმეს რეპუტაცია შელახოთ, ყოველთვის თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს.

 

სხვისი შესრულებული სამუშაოს საკუთარი თავისთვის მიწერა

 

ადამიანები ცდილობენ მოიპარონ სხვების იდეები, რათა შემდეგ ამისთვის პრემია ან ხელმძღვანელთა ქება დაიმსახურონ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ , რომ ადრე თუ გვიან, შესაძლოა, თქვენი საქციელი გამომჟღავნდეს და ამის გამო მკაცრად დაისაჯოთ.

 

ემოციების დემონსტრირება

 

თუ თქვენ ყოველდღე ცდილობთ ოფისში საკუთრი ემოციების დემონსტრირებას, ეს პირველ რიგში, თქვენი ინტელექტის დაბალ დონეზე მიუთითებს. როგორც კი მორალურ არამდგრადობას გამოამჟღავნებთ, თანამშრომლები იფიქრებენ, რომ არ ღირს თქვენი ნდობა. თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ მაშინაც კი, როცა უსამართლოდ გესხმიან თავს, საბოლოოდ მაინც თავდამსხმელი დაზარალდება, ვიდრე თქვენ.

 

სამსახურით უკმაყოფილების გამოხატვა

 

მსგავსი სახის განცხადებები თქვენს რეპუტაციას ლახავს და თანამშრომლების დემორალიზებას იწვევს. გარდა ამისა, ხელმძღვანელობა ყოველთვის ადევნებს თვალს თანამშრომლებს, რომლებსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ თავიანთი სამუშაოს მიმართ და სიამოვნებით ცვლიან მათ უფრო ეფექტური სპეციალისტებით.

 

საკუთარი თავის ქება

 

აკეთეთ თქვენი საქმე საკუთარი თავის გადაჭარბებული ქებისა და გამარჯვების დემონსტრირების გარეშე. თანამშრომლებთან მუდმივად იმაზე ლაპარაკი, რომ "დიდ საქმეებს" აკეთებთ, თქვენდამი სიმპათიებს მაინცდამაინც არ გაზრდის.

 

ტყუილი

 

 

თუ სამსახურში წარმატების მიღწევა გინდათ, უარი თქვით ტყუილზე. ადრე თუ გვიან, შესაძლოა, თქვენი ტყუილი გამოაშკარავდეს და ამის გამო სამსახურის დატოვებაც კი მოგიწიოთ.

 

მკვეთრი სუნის მქონე საჭმლის ჭამა

 

არსებობს ერთი საყოველთო წესი, რომელიც ყველა თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს. ნებისმიერი საკვები, რომელსაც მკვეთრი სუნი აქვს, ოფისში არ უნდა მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ასეთი სუნის მქონე საჭმლის ოფისში ჭამა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ პატივს არ სცემთ თქვენ გვერდით მსხდომებს.

 

ხიდის ჩატეხვა

 

თუ სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა უნდა გაიფუჭოთ. სჯობს, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ ადრევე აცნობოთ ხელმძღვანელობას და ეს სიახლე მათთვის მოულოდნელ სიურპრიზად არ აქციოთ. თუ მაინც გინდათ თქვენი წასვლით ხელმძღვანელობის "გამწარება", გირჩევთ თავი შეიკავოთ, რადგან წინ სულ მცირე ორი კვირა გაქვთ, რომელიც ახალ სამსახურში გადასვლამდე, თქვენს კომპანიაში უნდა გაატაროთ.

 

 

ollnews.ge

20-07-2016, 18:07    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი