ყველაზე საშიში ქვეყნები ქალებისთვის

მსოფლიოში, საყოველთაო დასავლური „დემოკრატიის და აღმშენებლობის“ ფონზე, მრავლად რჩება ქვეყნები, სადაც ქალთა უფლებები სასტიკად ილახება.

 

„უფლებების დარღვევა“ საკმაოდ შელამაზებული ნათქვამია, რადგან საქმე ეხება პირდაპირ ფიზიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ ძალადობრივი ანგარიშსწორების ფაქტებს, რაც ყველაზე ცუდია, ეს მიღებული ადგილობრივი საზოგადოების კულტურულ-რელიგიური მენტალობისთვის.

 

213 გენდერული ექსპერტის გამოკითხვის შედეგად, მოხდა იმ ხუთი ყველაზე საშიში ქვეყნების ჩამონათვალის ფორმირება, სადაც ყველაზე „წამგებიანია“ ქალად ყოფნა. პირველ ადგილს – ავღანეთი ისაკუთრებს; შემდეგ კონგო, რომელიც რეკორდსმენია ქალთა გაუპატიურების თვალსაზრისით (წელიწადში 400 000 მსხვერპლი); მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებს პაკისტანი. პაკისტანი გამორჩეულია გოგონათა ადრეულ ასაკში გათხოვებით. ასევე, აქ ყოველწლიურად ხდება 1000-მდე ე.წ. „მკვლელობა ღირსებისთვის“, რაც პრაქტიკულად ქალების მსხვრეპლშეწირვაა, მათი „პატრონი“ მამაკაცებისთვის, შემდეგ ადგილებს იკავებენ ინდოეთი და სომალი.

 

20-04-2017, 13:19    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი