როგორი წარმატებით აგრძელებს მძღოლების დატერორებას სითი-პარკი და მერია შეხმატკბილებულად?

წინა ხელსიუფლების მიერ დასტანდარტებული სითი-პარკი, ახალი ხელსიუფლების საარჩევნო დაპირებების ერთ ერთი პრიორიტეტი იყო, „სითი პარკი გაუქმდება, ხალხი ამოისუნთქავს და ეს კორუფციული სქემა აღარ იარსებებს“.

 

100 გამოკითხული მძღოლიდან 100% ამბობს, რომ ეს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის სახეიროდ არის შექმნილი.

 

ჯარიმების კასჯადი დღითი დღე მატულობს, რადგანაც მატულობს ავტომობილების რაოდენობა და პარკირების ადგილები ქალაქში ფაქტობრივად აღარ არის. ვისი ჯიბე სქელდება?!

 

... და ვისთვის ხდება ეს ყველაზე დიდი პრობლემა? ტაქსის მძღოლებისთვისაც ვისაც დღეში 10 ლარის შოვნისთვის 11 ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევს, დაგვიანების შემთხვევაში კი 150 ლარი.

 

უბრალო ადამინებისთვის ვისაც არ ააქვთ სპეც - საშვები და არ ემსახურებათ მძღოლები.

 

ქალაქში მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის და სადაც არის იქ  სითი - პარკის ამკრძალავი ნიშანია. ნიშანი, რომელიც ზოგან ამორტიზირებულია და ზოგან ფოთლებში დამალული.

 

ევაკუირებული ავტომობილის უკან დაბრუნება 60 ლარი, ჯარიმა 10 ლარი, ევაკუაციის ზონამდე მისვლა 10 ლარი. 

 

გამოდის რომ სულ რაღაც 10 წუთის შუალედში სახელმწიფო ჯიბეში გიყოფს ხელს და გცანცლავენ ფულებს, ჯამში და საუკეთესო შემთხვევაში ეს  80 ლარია.

 

მთავარია სმს გაცნობონ რომ თქვენი მაქნანა ევაკუირებულია და ამით პასუხისმგებლობას იხსნიან.

 

ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, რომელიც მხოლოდ მოქალაქის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.  

 

სანამდე შეიძლება გაგრძელდეს კორუფციული გარიგება მერიასა და სითი- პარკს შორის, სადაც უბრალო მოქალაქეები ზარალდებიან?

 

რითი იმართლებს მერია თავს ველოდები მათ კომენტარს!!!

 

დაზარალებული მოქალაქე

 

21-06-2016, 19:24    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი