" კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე "

2016 წლის 17-22 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი " ლირა " მართავს ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - BATUMI  MusicFest.

 

 

შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტი, ბათუმი, გამოირჩევა თავისი განუმეორებელი სილამაზით, სტუმართმოყვარეობით და მდიდარი ტრადიციებით. 

 

ბათუმი სწორედ ის ადგილია, სადაც ზაფხულის მზის ენერგიით დამუხტულ დამსვენებელს, კლასიკური მუსიკის განუმეორებელი ჰანგები დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი არტისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბათუმის სინფონიურ ორკესტრთან ერთად შესრუდება მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრები.  

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარება ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით და მიწვეულები იქნებიან საზღვარგარეთ მასტერკლასებში და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება იუნესკოს 70 იუბილესადმი მიძღვნილი სემინარი.

 

ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით. 

 

პირველად საქარველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში BATUMI  MusicFest.

 

 

გახდა ევროპული ფესტივალების ასოციაციას სრულუფლებიანი წევრი EFA (www.efa-aef.eu).

 

 

1-06-2016, 01:38    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი