საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა

  დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

 ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო ავრცელებს. 

 
 "ცვლილებების თანახმად, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან; მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით; საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს - ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან

2-06-2016, 10:43    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი