რამდენ ბალიან მიწიძვრას გაუძლებს თბილისში საცხოვრებელი კორპუსები

საქართველოს გეოფიზიკის ასოციაციამ დასკვნა დადო, რომ თბილისში არსებული შენობა-ნაგებობები 8 ბალიან მიწისძვრას უნდა უძლებდნენ, თუმცა კორპუსები რომლებიც 1991 წლამდეა აგებული 7 ბალზეა გათვლილი, ხოლო ის შენობები, რომლებიც კომუნისტების დროს აშენდა გაურკვეველია რამდენ ბალს გაუძლებენ.

 

განსაკუთრებული რისკის ქვეშაა უკანონოდ მიშენებული ლოჯიები, დაშენებული სახლები და განსაკუთრებულად ძველი ნაგებობები.

ცხადია კვლევების შედეგი სავალალოა, თუმცა, ესეც რომ არა ძველი თბილისის "იტალიურ ეზოებში" რომ შევიხედოთ, თვალხილულია საძირკველგამოცლილი, მუდმივად დაზიანებული წყლის მილები და წყლით სავსე სარდაფები, პირდაღებული კედლები, რომლებსაც მიწისძვრამდე სულის მიღწევა არ უწერიათ, შეკეთევას არ ექვემდებარება, მოსახლეობა კი ყოველდღიური სტრესის ქვეშაა ნგრევის მოლოდინში ცხოვრობს.

სამწუხაროდ არანაკლებ საშიშ მდგომარეობაში არიან ახალაშენებული სახლების მობინადრეები, რომლებიც მხოლოდ ლამაზადშეფუთული ოთახებით იწონებენ თავს. თუმცა კატაკლიზმების წინაშე ძველიც და ახალიც თანასწორია.

 

9-02-2014, 01:08    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი