ელისო ბოლქვაძე - როიალის დედოფალი

ელისო ბოლქვაძე მსოფლიოში ცნობილი პირველი ქართველი პიანისტია, რომელსაც „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება მიენიჭა. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე.

 

2015 წელს კი საფრანგეთის რესპუბლიკამ მას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კავალერის ორდენი მიანიჭა, ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

ქართველ ვირტუოზს რეგულარულად იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა დარბაზებში, როგორც სოლო ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად.


ელისო ბოლქვაძე გამორჩეული ქველმოქმედია. ქართველმა პიანისტმა 2013 წელს დაარსა ფონდი „ლირა“, რომელიც ხელს უწყობს ქართველი ახალგაზრდა პიანისტების განვითარებასა და წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. 


ელისო ბოლქვაძემ ასევე დააფუძნა ყოველწლიური ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი - Batumi Music Fest.

ქართველი ხელოვანიდაიბადა თბილისში,ცნობილი პოეტისა და ლიტერატორების ოჯახში.

პატარა ვირტუოზმა პირველი კონცერტი უკვე 7 წლის ასაკში გამართა.


ელისო ბოლქვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრანგმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა - მიშელ სონიმ. Michel Sogny  „შენს ლიმიტს უნდა გასცდე“- ესაა ის მთავარი იდეა, რომელიც მიშელ სონიმ შთაბერა მუსიკოსის ცხოვრებას.

 

2016 წ.3 მაისს ელისო ბოლქვაძე საქველმოქმედო კონცერტს ქუთაისში, სახელმწიფო თეატრში გამართავს.


 

გაზეთმა "The New York Times“- ელისო ბოლქვაძეს „გასაოცარი ტალანტი“ უწოდა.

The Los Angeles Time – წერს: „გამაოგნებელია თავისი ვირტუოზულობით, ინდივიდუალურობითა და არტისტულობით”.

„მხიბლავს მისი მუსიკალურობა და აბსოლიტური კონტროლი საკუთარ ინსტრუმენტზე“ - ამბობს ზუბინ მეტა.

ჟურნალი “Classica Magazine”ელისო ბოლქვაძეს „ბრილიანტ ვირტუოზსა და შესანიშნავ პიროვნებას“ უწოდებს.

„Gramophone“ -  „საოცარი მგრძნობელობითაა გაჟღენთილი თითოეული ნოტი“.

Music lover  -  მას უწოდა „როიალის პრინცესა საქართველოდან“.  

 

 

ელისო ბოლქვაძე - YOUTUBE CHANNEL


 

5-05-2016, 16:16    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი