ევროპული ავიაკომპანიებისა და ტურისტული ფირმების აქციები დაეცა

ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ევროპული ავიაკომპანიებისა და ტურისტული ფირმების აქციები დაეცა. „როიტერის“ ინფორმაციით, ტურიზმისა და დასვენების ინდექსი STOXX Europe 600 2,63%-ით დაეცა.

 

 

3,4%-დან 5,7%-მდე დაეცა ავიაკომპანიების Air France, KLM, Easyjet, „რაინეარისა“ და „ლუფთჰანზას“ აქციების ფასი. 

 

გარდა ამისა, დაეცა სასტუმრო ოპერატორების „აკორისა“ და „ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპის“ აქციებიც, შესაბამისად 5,0 და 2,8%-ით. 3%-ით დაეცა აეროპორტების ფრანგული ოპერატორის ADP-ის აქციების ფასი. 

 

ბრიუსელში დღეს აეოპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანია, დაშავებულია 40-ზე მეტი. 

23-03-2016, 18:33    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი