ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დაინიშნა

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დანიშნა.

 

 

როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.

 

პრეზიდენტის თქმით, მან გვენეტაძისგან ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.

"დღეს დავნიშნეთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესით შევარჩიეთ, ასევე, თანამშრომლობით კოალიციასთან. მან მოიპოვა ხმები პარლამენტში და ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

17-03-2016, 15:28    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი