ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის - საიდუმლო

ლეონარდო განათლებას ბერძნულ და ლათინურ ენებზე იღებდა. ძირითადად თვითნასწავლი იყო და სახლის პირობებში უწევდა სწავლა. მისი ერთ ერთი საუკეთესო ნამუშევრია საიდუმლო სერობა, ახლა სწორედ მის შექმნაზე მოგიყვებით.

 

12 მოციქული და თვითონ იესო ქრისტე დახატულია რეალური ადამიანების სახეების მიხედვით. როდესაც და ვინჩიმ გადაწვიტა ამ შედევრის დახატვა, მან ასობით ადამიანის სახე დაათვალიერა. იგი ეძებდა სახეებს რომლებიც განასახიერბდნენ უმანკოებას, სილამაზეს. სახეებს რომლებსაც არ ეტყობოდათ დამძიმება ცოდვებისგან.

 

ეს ძებნა რამოდენიმე კვირა გაგრძელდა. საბოლოოდ ქრისტეს დასახატად და ვინჩიმ აარჩია 19 წლის ახალგაზრდა. მან მის სახეში ქრისტეს სათნოება და უმანკოება დაინახა. ეს ახალგაზრდა მომღერლების გუნდის წევრი იყო.

 

6 წლის განმავლობაში შრომობდა ლეონარდო ნახატის დასასრულებლად. მან 11 მოციქული წარმატებით დახატა. ახლა დრო იყო დაეხატა მე-12 მოციქული. ეს იყო იუდა, თვით ბოროტება, ვინც იესო 30 ვერცხლის მონეტაში გაცვალა.

 

მრავალი კვირა ეძებდა და ვინჩი იუდას შესაფერისს ადამიანს. ბოროტებით და ცოდვებით ავსებულ სახეს. ეძებდა ისეთ პერსონაჟს, რომლის შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ იგი თავის საუკეთესო მეგობარსაც გაყიდდა.

 

მრავალი ძებნის შემდეგ, და ვინჩიმ მიაგნო პატიმარს, რომელიც რომის საპყრობილეში იყო დამწყვდეული და სიკვდილით დასჯას უპირებდნენ ჩადენილი დანაშაულების გამო. და ვინჩი ჩავიდა რომში. დაინახა თუ არა ეს ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამას ეძებდა იგი... ეს შესანიშნავი მოდელი იყო იუდას დასახატად.

 

მეფის სპეციალური ბრძანებით, ეს ადამიანი მილანში წაიყვანეს, სადაც ლეონარდომ თავისი ნახატი საბოლოოდ დაასრულა. როდესაც მან ჩანახატის ბოლო შტრიხები დაასრულა, სადაც ეს ადამიანი იყო აღბეჭდილი, უბრძანა მცველებს, რომ პატიმარი უკან წაეყვანათ საპყრობილეში. ამ დროს პატიმარი დაუსხლტა მცველებს, მივარდა და ვინჩის და უთხრა: "ო, და ვინჩი, შემომხედეთ! ნუთუ ვერ მიცანით?"

 

და ვინჩიმ უპასუხა:

 

"არა, მე თქვენ არასოდეს მინახიხართ, სანამ რომის საპყრობილეში არ გიხილეთ პირველად."

 

პატიმარმა ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა:

"ო, ღმერთო, ნუთუ ასე დავეცი?"

შემდეგ მტირალი სახით მიუბრუნდა ლეონარდოს და უთხრა:

"ლეონარდო და ვინჩი! კიდევ ერთხელ შემომხედე! მე ის პიროვნება ვარ, ვინც შენ 7 წლის წინ გამოიყენე ქრისტეს ფიგურის დასახატად!"

 

ეს მართალია. ლეონარდომ იესოსა და იუდას დასახატად ერთი პიროვნება გამოიყენა. ("კადრს მიღმა" დეტალების განსჯა რეალურ ცხოვრებაზე მკითხველისთვის მიგვინდია)

1-03-2017, 14:57    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი