ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა: დილის 10 საათზე ადრე მუშაობის დაწყება ორგანიზმისთვის მავნებელია

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დილის ათ საათამდე მუშაობის დაწყება ორგანიზმისთვის მავნებელია.

 

 

ექსპერიმენტის ფარგლებში ჯგუფების ნაწილს ლექციები დილის 8:30 საათზე, ჯგუფების ნაწილს კი 10:00 საათზე გადაუტანეს.

 

კვლევებმა ცხადყო, რომ 10:00 საათზე დაწყებული სწავლება ბევრად უფრო შედეგიანი იყო და სტუდენტებიც ბევრად პროდუქტიულები იყვნენ მუშაობისას. ხოლო სტუდენტების ის ნაწილი, ვისაც სწავლა 11 საათზე ეწყებოდა, ლექციებზე ძალიან კარგი განწყობით მიდიოდა და უკეთესად ართმევდა თავს დავალებების შესრულებას. მეცნიერების განმარტებით, ადამიანის სასიცოცხლო ორგანოები – გული და ღვიძლი მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე დილის ათ საათზე გადადის. თუკი ადამიანი მანამდე საკუთარ თავს საქმეებით დატვირთავს და მუშაობას ნაადრევად შეუდგება, ეს ნეგატიურად აისახება როგორც მისი ორგანოების მდგომარეობაზე, ასევე მის ფსიქიკაზეც. ეს აქვეითებს ასევე სამუშაო განწყობას და ადამიანის პროდუქტიულობის დონეს მკვეთრად ამცირებს. მეცნიერების განცხადებით, ეს ეხებათ როგორც სტუდენტებს, ისე დასაქმებულ ადამიანებს.

 

29-01-2018, 14:25    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი