ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებისა და აშშ-ში ფიქლის ნავთობის წარმოების ზრდის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. 

 

ამის შესახებ ნავთობის უმსხვილესი კომპანია Vitol-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ტეილორმა „ბლუმბერგთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

„მომდევნო 10 წლის განმავლობაში ნავთობზე ფასები ბარელზე 100 დოლარის მაჩვენებელს არ დაუბრუნდება და 50 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება“, - აღნიშნა იან ტეილორმა. 

 

ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი დღეს 0,27 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 34,33 დოლარი შეადგინა. 

0,26 დოლარით გაიზარდა ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 31,15 დოლარი შეადგინა. 

8-02-2016, 13:34    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი