რატომ გვხვდება ყველა ნაბიჯზე არაპროფესიონალი კადრები?

ჩვენს რეალობაში ბიზნესი და პოლიტიკა ერთი ჯაჭვია... იცვლება მთავრობა და რეგულაციები, იცვლება ბიზნეს-გარემო. თუმცა ჩვენ თავად თუ უფრო მეტად გავავარჯიშებთ ტვინებს, შევიძენთ მეტ ცოდნას  ამით მხოლოდ წარმატებისკენ გაგვეხსნება გზა - გვესაუბრება ბიზნეს სტრატეგი ირმა კვაჭანტირაძე.

 

 

 

ქალბატონო ირმა ხშირად გვესმის ფრაზა, "დღეს ძალიან უჭირს ბიზნესს", წარუმატებელია პროექტები, რა ხდება ჩვენს თავს? 

 

მდგომარეობა სავალალოა, ბიზნესის განვითარებას ძალიან დიდი მანძილით ჩამოვრჩებით, იდეოლოგიისგან შორს ვართ, არანაირი მდგრადობა, ლოგიკის კარნახი და დემოკრატიული რეფორმები.

 

ამას უკვე რყევები აღარ ჰქვია. სიტუაციების სამართავად მთავრობა თუ ბიზნესი არ არის მზად, არ არსებობს არც პრევენციული სტრატეგია და ანტიკრიზისული გეგმა.

 

ერთმანეთის მიბაძვით იხსნება კომპანიები, ხორციელდება ფინანსური ინვესტიციები. ცოდნა და გამოცდილება კი ერთი ტვინიდან მეორეში მიბაძვით არ ინერგება, მას ინტელექტუალური რესურსი ჰქვია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია და და თუ არის, ისიც სამწუხაროდ ნაკლებად დაფასებულია.

 

ქართულ ბიზნესში დასტანდარტდა, რომ დამფინანსებელი ხდება მაკონტროლებელი პარტნიორი.

 

საერთაშორისო პრაქტიკაში საპარტნიორო წილების გადანაწილებისას, წილის 60% ერგება ინტელექტუალური რესურსის მქონე პარტნიორს, ხოლო 40% ფინანსური რესურსის მქონეს.

 

საქართველოში კი როგორც ბევრი სხვა საკითხი პირიქით ხდება, უფრო მეტიც ინტელექტრესურს საერთოდ არ თვლიან წილობრივ შენატანში და ფულიანი პარტნიორი ზემოდან დასცქერის ყველას, ხოლო ინტელექტუალი მუშაობს და ანვითარებს კომპანიას.

 

ხშირად პარტნიორებს მუშაობის გარკვეულ ეტაპზე იხსნება ელიტარული მადები. პარტნიორებს გონიათ, რომ ერთმანეთის გარეშეც შესანიშნავად შეძლებენ კომპანიის მართვას, ქუცმაცდებიან და უმეტეს შემთხვევაში ქართული ბიზნესი მთავრდება კრახით და პრობლემებს კი სხვა დეტალებში ეძებენ.

 

ხშირად ადამიანები დილეტანტურად ფიქრობენ, რომ „მთავარია ფინანსები, აბა ბიზნესის კეთებას რა უნდა", ბიზნემენის მხრიდან სწორედ ასეთ მიდგომას მივყავართ გამოუსწორებელი პრობლემებისკენ. გვავიწყდება რომ ფული ბანკშიც დევს. ბიზნესში ფული და ტვინი განუყოფელია.

 

საქართველოში ორი ურთიერთგამომრიცხავი დილემის წინაშე ხშირად დავმდგარვართ. კერძოდ ის, რომ გამოცდილ კადრს არ ვაღიარებთ და მეორე გამუდმებით მაინც ვეძებთ.

 

რატომ უნდა ყველას ჰქონდეს საკუთარი ბზინესი და არ იყოს დამოკიდებული სხვაზე? 

 

ადამიანები ხშირად თვლიან, რომ ის უკვე კარგი მენეჯერია და ფიქრობს რომ დამოუკიდებლადაც გაწვდება კომპანიის მართვას, მაგრამ ისევ წინაღობა, გუნდის შეკვრა...

 

იმის გამო, რომ პროფესიონალი კადრებით დააკომპლექტო საწარმო, რამდენიმე კანდიდატის მოსინჯვა გვიწევს, ამ ძიებაში კი საქმის წარმატებულობის ხარისხი არც თუ მაღალია და გადაწყვეტილებას იღებ, თავად შეასრულო თითქმის ყველა სფეროს ფუნქცია. 

 

კარგია ეს თუ ცუდი?

რა თქმა უნდა ცუდი.

 

ბოლს გადაწყვეტ, რომ აიყვანო კარგი უნარ-ჩვევების მქონე კადრი გადაამზადო, გაზარდო. და მერე... ისიც ერთ დღეს ხდება „კარგი ტიპი“, ვერანაირი კონტრაქტი ვერ აკავებს და მიდის. სად? თავისი უნდა გახსნას ... თავად ხომ „პროფესიონალი“ გახდა და ახლა თითონ ეძებს კადრებს, კანდიდატების სელექცია რა პრიორიტეტებით აწარმოოს, ამაზე საქმის პროცესში ქაოსურად უწევს ფიქრი, ანუ ჩამოუყალიბებელია ან იმდენს ფიქრობს თეორიულად პრაქტიკული განხორციელება ურთულდება.

 

კერძო თუ საჯარო სექტორში, საერთო სენი გახდა, რომ უმეტეს შემთხვევაში მენეჯერებს არც მეტი არც ნაკლები ეზარებათ მუშაობა. 

 

რატომ?  მოიშალა სისტემა, ყველა მოდუნებულია და მანაც მისცა თავს უფლება „იხალტუროს“. ყველა წუწუნებს, მწყემსი არ მწყემსობს, თუ მფლობელი არ არის დაქირავებულ მენეჯერს ხშირად არც აინტერესებს რა შედეგი დადგება. ამიტომაც კომპანიებში ხშირად საქმეს ორი სამი კაცის მხრებზე გადადის. ძნელია და ამას არავინ არ აღიარებს, მაგრამ რეალობაში სამწუხაროდ ასე ხდება.

 

გამოსავალი რა არის? როგორ უშველოთ თავს?

 

გამოსავალი მუდმივ გაზრდაში და განვითარებაშია, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორის ფარგლებში საჭიროა ხშირად მოხდეს პერსონალის გადამზადება, მეტი მასტერკლასები, ტრენინგები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ ჩვევების ამაღლება. უცხოური გამოცდილების ინტეგრირება.

 

განათლებული ერი, ნებისმიერი მიმართულებით წარმატებული მომავლის საწინდარია.

 

მხოლოდ ეს თუ გამოასწორებს საყოველთაო მდგომარეობას.

 

მეტი პასუხისმგებლობა მართებს უმაღლეს სასწავლებლებს და საგანმანათლებლო ცენტრებს და რაც მთავარია განათლების სამინისტროს. ვგულისხმობ, როგორც პედაგოგოების, ასევე პროგრამის ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. 

 

მოთხოვნები და ტექნოლოგიები იზრდება და შესაბამისად ჩვენც განვითარების ეტაპებს უნდა გავუმკლავდეთ.

 

 

დიდი მადლობა ქალბატონო ირმა რჩევებისთვის. მკითხველს კი გეტყვით, რომ ინტერვიუს ციკლი გაგრძელდება.

 

 

 

 

award.com.ge

 

მაია წულაია

 

 

 

რატომ გვხვდება ყველა ნაბიჯზე არაპროფესიონალი კადრები?

 

 

 

 

7-03-2018, 18:00    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი