ქართული ინვესტიცია ირანის ოქროს საბადოში

ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს (irna-ს) ინფორმაციით, ქართველი მეწარმეები მზად არიან, ირანში, ანდარიანის ოქროს საბადოში ინვესტიცია ჩადონ, თუმცა, მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ.  

 

ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, ირანს თანამედროვედ აღჭურვილი ოქროს გადამამუშავებელი საწარმო აქვს, რომლის საწესდებო კაპიტალში ქართველ მეწარმეს - 90%, ხოლო ირანს -10% უკავია. 

 

ხარვანას გუბერნატორის განცხადებით, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისთვის უკვე დახარჯულია 15 მილიონი დოლარი, პროექტის ფარგლებში კი 600-მდე ადამიანი დასაქმდება. 

 

ახალი საბადო, დაახლოებით, 120 ჰა-ზეა განთავსებული.

 

6-02-2014, 21:01    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი