დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არის და რჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა

მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად ისევ კერძო სექტორზე ორიენტირებულობა რჩება.

 

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კერძო სექტორი არის ჩვენი სექტორის, ეკონომიკის მამოძრავებელი. ,,ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არის და რჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა. კერძო სექტორი არის ჩვენი სექტორის, ეკონომიკის მამოძრავებელი და მისი სტიმულირება როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ინსტრუმენტის დონეზე იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა. როგორც ვაჭრობის პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მოვიპოვოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ სავაჭრო ბლოკებიდან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქცია თუ მომსახურება დაუყოვნებლად შევიდეს სხვა ქვეყნებში. ასევე ხელს შევუწყობთ ინოვაციების განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

28-12-2015, 13:25    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი