„მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები

„მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“ 2014 წლის 7 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატაში (ბამბის რიგის ქ. 7) გაიმართება პრეს-კონფერენცია ჟურნალისტებისათვის

 

თემა: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისათვის“. 

ადვოკატირების პროცესში გარდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა, ჩართულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

პროექტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო კომპანიების მეტი ჩართულობისა და შესყიდვების მდგრადი სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად ადვოკატირების კამპანიის წარმოება. 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ფოკუს ჯგუფთან, ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ხელმისაწვდომობის, ბარიერების, სატენდერო წინადადების მომზადების, კომპლექსურ შესყიდვებში არსებული პრობლემების შესახებ, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებში შესყიდვების დაგეგმვის და განხორციელების სირთულეებთან, კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც პროექტის გუნდმა შესყიდვების პროცესში არსებული ვითარების შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია მოახდინა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო შესყიდვების სისტემასთან არსებული სირთულეების შესახებ ტენდერებში მონაწილე ორივე მხარის პოზიციის მოსმენა და ძირითადი აქცენტების გამოკვეთა. 

6-02-2014, 20:02    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი