ინდოეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2014  წლის 6 თებერვალს, 10:30 საათზე სასტუმრო "Radisson Blue Iveria" -ში,  იგეგმება ინდოეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. 

 

ვიზიტი მიზნად ისახავს ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის, ამ სფეროს მარეგულირებელი წესების ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობას, ასევე დაინტერესებულ ქართულ კომპანიებთან სათანადო კონტაქტების დამყარებას. ვიზიტი გაიმართება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს (PHARMEXGIL) ორგანიზებით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოო სექტორის, მცენარეული და ტრადიციული ინდური მედიცინისა და სხვა სექტორების 41-მდე კომპანიის წარმომადგენლები.

 

6-02-2014, 00:23    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი