სულ სხვა "ბინძური სიმართლე" კოკა-კოლაზე - რა მეთოდებით დაიპყრო მსოფლიო

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ კოკა-კოლა გამოიგონა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა. ეს სითხე შედგებოდა კოკის ფოთლებისა და კოლის კაკლისაგან, დაპატენტებული იყო, როგორც ნერვულ აშლილობის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტი და წარმატებულად იყიდებოდა აფთიაქებში.

 

ცნობილია ისიც, რომ სანტა კლაუსი და მისი ვიზუალი, "კოკა-კოლის“ მარკეტინგის ნაწილია. კომპანიამ 80 წელი მოანდომა იმას, რომ მჭიდროდ დაეკავშირებინა წითელ ფერებში გამოწყობილი ჩასუქებული მოხუცის სახე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ზამთრის დღესასწაულთან.

 

თუმცა ბევრი ვერც კი ეჭვობს, რა არარეალური მიდრეკილება აქვს კოლას მუდმივი ზრდისა და გამდიდრებისკენ, რა მოთხოვნები და იდეები აქვს, თუ რამდენი კოლა უნდა დალიოს ერთმა ადამიანმა დღეში. მაგალითად იმ პერიოდში, როცა კოკა-კოლამ სკოლებში შეაღწია და მათი ექსპანსია მოახდინა, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბავშვებს დღე-ღამეში 1 კი არა, მინიმუმ 3 ლიტრი კოკა-კოლა უნდა დაელიათ.

 

მსგავსი არც ისე სასიამოვნო ფაქტები ბრენდის განვითარების ისტორიიდან შეკრებილია წიგნში "კოკა-კოლა. ბინძური სიმართლე", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებაა - თუ როგორ ვითარდებოდა კომპანია 1885 წლიდან დღემდე.

 

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მაიკლ ბრენდინგის ცნობილი წიგნიდან:

 

1. Coca-Cola - სულაც არ არის იმდროინდელი ორიგინალური სასმელი. არსებობდა 4-5 კომპანია, რომლებიც 

უფრო ადრე უშვებდნენ „კოლას". „თანამედროვე კოკა-კოლა მალავს ფაქტს იმის თაობაზე, რომ 20 წელი სასმელის ორიგინალური შემადგენლობა შეიცავდა კოკის ფოთლებს. 1906 წლამდე ეს ნამდვილად იყო „კოკა“.

 

2. 90-იანების ბოლოს კოკა-კოლას კომპანიამ ამერიკის სკოლებთან დადო ხელშეკრულება, რის თანახმადაც სკოლას აკრძალული ჰქონდა შეეტანა გასაყიდად სხვა სახის გაზიანი სასმელი. უფრო მეტიც: სკოლას არ ჰქონდა უფლება კომპანიასთან შეუთანხმებლად გაეყიდა რაიმე პროდუქტი. ამ პრივილეგიისათვის კოკა-კოლა მოსწავლეზე იხდიდა დოლარს. 8 საათის განმავლობაში ბავშვებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი წყურვილის დროს - კოკა-კოლის გარდა. 

 

 

27-11-2015, 03:19    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი