თბილისში ბინები გაიაფდა – რა ღირს დაკლებული ბინა გარეუბანსა და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში

ბოლო 3 კვირაა, დედაქალაქში გასაყიდი ბინების ფასმა საგრძნობლად იკლო. დაბალი ფასი ყველაზე მეტად გარეუბანშია თვალშისაცემი, თუმცა ფასის კლება თბილისის ცენტრალურ უბნებშიც შეინიშნება. იგივეს ვერ ვიტყვით ახალაშენებულ კორპუსებზე, სადაც ფასი ჯერ ისევ არ შეცვლილა.

 

როგორც  ამბობენ, ბინებზე ფასის კლება ბოლო პერიოდში დაიწყო და ყველაზე თვალშისაცემი თბილისის პერიფერიებში ერთ და ოროთახიან ბინებზეა.

 

"მაგალითად, ვაზისუბანში სამოთახიანი ბინა 30 000 დოლარად იყიდება, როცა შარშან 30 000-მდე ლამის ერთოთახიანის ფასი იყო. ფასის კლება ცენტრალურ უბნებშიც შეიმჩნევა, მაგრამ იქ მაინც ძვირია, როგორც წესი, ვაკესა და საბურთალოზე ბინების ფასი 200-300 ათასი დოლარია. ეს, რა თქმა უნდა, ახალაშენებულ კორპუსებს ეხება.

მაგალითად, ბინის გაყიდვის მსურველი განცხადებაში 3-ოთახიანს გარეუბანში, 20 ოქტომბერს 36 000 დოლარად ყიდდა, მერე ჩამოვიდა 34 000$-ზე ახლა კი, 30 000-ად ყიდის.

 

შარშან ერთოთახიანი ბინის ფასი 24 000 დოლარიდან იწყებოდა, ახლა კი გარეუბანში 17-18 ათას დოლარადაც შეიძლება შეძენა. ასევე, შარშან ოროთახიანი ბინის ფასი 30 000 დოლარზე მაღალი იყო, ბოლო 2-3 კვირაა ასეთი ბინების ფასი 24 000-27 000 დოლარის ფარგლებშია", – ამბობს ლელა არაბული.

 

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ერთი და ოროთახიანი ბინები იყიდება, ამასთან, მათი ფასი უფრო მაღალია, ამის მიზეზი კი, როგორც ლელა არაბული ამბობს, ბინის გაქირავებაა. 

 

"ბევრი ყიდულობს ერთოთახიანს და შემდეგ აქირავებს. მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ ერთოთახიან ბინას 19 ან 22 ათას დოლარად ვერ იყიდდი, ახლა კი ამ ფასად გარეუბანში შესაძლებელია ყიდვა".

 

 

 

 

 

AMBEBI.GE

23-10-2015, 18:59    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი