მსოფლიოს ნომერ პირველმა ონლაინ–რითეილერმა შესაძლოა ფასები გაზარდოს

„ამაზონი“ განიხილავს პროდუქციის მიწოდების ფასების 20–დან 40 დოლარამდე გაძვირებას. მზარდი კონკურენციის პირობებში შტატებში და ევროპაში „ამაზონის“ პოზიციების გამყარება დამოკიდებულია იმაზე რამდენად ოპერატიულად მიაწვდის მომხმარებელს შეკვეთილ პროდუქციას.

 

როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, „ამაზონი“ 9 წელი იკავებდა თავს ფასების აწევისგან მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები იზრდებოდა. ექსპერტების შეფასებით, სერვისის გაძვირებამ „ამაზონის“ რენტაბელობა შესაძლოა გაზარდოს, თუმცა ამავდროულად არსებობს კლიენტების დაკარგვის საფრთხეც. ინფორმაციისთვის: 2013 წლის მეოთხე კვარტალი რითეილ–კომპანიამ 239 მილიონი დოლარის მოგებით დაასრულა.

 

4-02-2014, 22:22    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი