ნინო სურგულაძის ფონდი “ნატვრის ხე” მესამე გრანდიოზულ მარათონს გამართავს

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 13 სექტემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზულ კონცერტ-მარათონს გამართავს.

 

საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი სხვადასხვა სნეულებით დაავადებული 21 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად იმართება.

 

13 სექტემბერს ქართველი მეცოსოპრანო მსოფლიოს სხვა ოპერის ვარსკვლავებთან ერთად საზოგადოების წინაშე წარსდგება.

 

ნინო სურგულაძემ სწორედ ამ საქველმოქმედო კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ქალაქ ვერონადან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას ბავშვების გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

 

,,ჯერ ისევ ვერონაში ვარ, ეს იყო ბოლო სპექტაკლი არენა დი ვერონაზე, ,,რომეო და ჯულიეტა“. მართლა განუმეორებელი და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის ეს პერიოდი. ახლა კი უფრო მნიშნელოვანი კონცერტი გველის საქართველოში. 13 სექტემბერს, 21:00 საათზე ფილარმონიაში გელოდებით მე და ჩემი უსაყვარლესი კოლეგები, დიდი არტისტები, რომლებსაც თქვენ სულ მალე შეხვდებით და ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით, დავეხმაროთ ჩენს საყვარელ ბავშვებს“ – განაცხადა ნინო სურგულაძემ თავის ვიდეომიმართვაში.

 

რაც შეეხება მარათონს, 13 სექტემბრის კონცერტში მონაწილეობას ისეთი დიდი მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ, როგორიცაა ფაბიო არმილიატო – 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი, რომელიც მსოფლიო ტენორების ხუთეულშია შესული.

 

აღსანიშნავია, რომ ფაბიო არმილიატომ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ვუდი ალენის ფილმში „სიყვარულით რომში“;

 

ასევე, დანიელა დესი – უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მსოფლიო სოპრანო;

 

ალბერტო გაძძალე – უდიდესი მსოფლიო ბარიტონი; დანიელე რუსტიონი – დირიჟორი და ფრანჩესკა დეგო – მევიოლინე, რომელიც „დოიჩე გრამაფონთან“ თანამშრომლობს. ფრანჩესკო დეგოს უამრავი მუსიკალური დისკი აქვს გამოშვებული და ასევე მონაწილეობდა ფილმში, რომელმაც ბევერლი ჰილსის პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ოქროს პალმა“ აიღო.

 

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 2014 წლის დაფუძნდა. ფონდმა ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს საქველმოქმედო სტატუსი მიიღო. „ნატვრის ხემ“ 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით კი, ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

 

ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია “სოკარი” და მუდმივი მხარდამჭერი “თი-ბი-სი” ბანკი.

 

 

 

კვირა.გე

5-09-2015, 02:36    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი