კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი,საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე  2015 წლის 10-15 სექტემბერს გიწვევთ  ბათუმის კლასიკური მუსიკის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე.

 

შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტს, ქალაქ ბათუმს, ეწვევიან კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის სინფონიურ ორკესტრთან ერთად ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და პიაცაზე აჟღერდება კლასიკური მუსიკის შედევრები.

 

საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას’’ ინიციატივით ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერ-კლასები ქართველი ნორჩი ტალანტებისთვის.

 

ფონდი "ლირა" 14 სექტემბერს, გალა კონცერტზე გამარჯვებულ ვირტუოზს გადასცემს სპეციალურ პრიზს.

  

 

15 სექტემბერს დასკვნითი კონცერტი ბათუმის პიაცაზე მიეძღვნება იუნესკოს 70 წლის იუბილეს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში პირველად  2015 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაერთიანდა ევროპის ფესტივალების ასოციაციაში EFA, რაც მას ანიჭებს ევროპული სტანდარტების შესაფერის სტატუსს.

 

 

 

 

 

უკვე მესამე წელია ფონდი "ლირა" ორგანიზებას უწევს ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest. 

 

ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და მერიის მხარდაჭერით.

 

 

 

 

ფესტივალზე დასასწრებად ბილეთების შეძენა  შესაძლებელია: 

 

biletebi.ge – ზე;

თბილისში სუპერმარკეტ "სმარტში" –ყოფილი საბურთალოს ქუჩა, ცინცაძის ქ.37;

ბათუმში მუსიკალური ცენტრის სალაროში: ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1.

 

 

 

 

 

 

award.com.ge

 

2-08-2015, 23:58    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი