რატომ არ უნდა შევასრულოთ მყიდველების ახირება?

რაც შეეხება ინტერნეტ-მაღაზიებს, შეუსრულებელი პირობების დიაპოზინთან ერთად დიდია პირადი უფლებების დარღვევის ფაქტები: მაგალითად კურიერის მოსვლის ზუსტი დროიდან დაწყებული, ამანათის უსწრაფესად მიწოდებით დასრულებული.

 

ზოგიერთი მყიდველი გულახდილად ელის, რომ მაგალითად შეძენილ მობილურში კონტაქტების სინქრონიზაციაში დაეხმარებათ კურიერი ან შძენილ სარეცხ მანქანას დაუმონტაჟებს. ისინი ძალიან გაოცებულები რჩებიან და ბრაზდებიან კიდეც, როცა აღმოაჩენენ, რომ დამატებით სერვისი არ შედის არც ჩეკში და არც კურიერის მოვალეობებში.

 

• ახირებების ფასი

 

ახირებებს ერთხელ, ან ორჯერ შესრულებამ შეიძლება იმუშაოს, თუმცა საბოლოოდ რითეილერს ზარალის გარდა არაფერს მოუტანს. კურიერებმა დიდი ხანია ისწავლეს დამკვეთებთან საკითხის რბილად და მოქნილად გადაწყვეტა. როცა შეთანხმება ხდება ქოლ-ცენტრის მეშვეობით, აუცილებელია, რომ მოხდეს დამკვეთის სრულად და გარკვევით ინფორმირება გადახდისა და შეძენილი ნივთის მიტანის პირობებთან დაკავშირებით.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი პრობლემების, უკმაყოფილების და სკანდალის მიზეზი არის გაუმართლებელი მოლოდინი. კლიენტების სერვისის მოქნილობა არის წარმატების საიდუმლო. თუ ერთხელ შუსრულებთ მყიდველს თქვენი მომსახურების გარეთ არსებულ დავალებას, ანუ მის ახირებას, მეორედ ვერაფრით მოახერხებთ თავი აარიდოთ ამ ყველაფერს, რის შედეგადაც კლიენტი ფაქტიურად „კისერზე დაგაჯდებათ“ და გამუდმებით მოითხოვს თქვენგან ახალი ახირებების შესრულებას. ეს ყველაფერი გახარჯავს არამარტო თქვენს ნერვებს და დროს, არამედ დაკავშირებული იქნება უდიდეს მატერიალურ დანაკარგებთან.

 

• საერთო წესები

 

მყიდველს ყოველთვის იმაზე მეტი უნდა, ვიდრე მას სთავაზობენ. ასეთია მისი ბუნება. მას სურს იყიდოს უფრო იაფად, მიიღოს ფასდაკლება, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე მას სთავაზობენ. უნდა რომ კურიერი მივიდეს ერთი საათით ადრე, ან გვიან, ვიდრე შეთავაზებული დრო. ყელაზე ადეკვატურ ადამიანსაც კი თუ არ დავუწესებთ საზღვრებს, მისმა ფანტაზიამ შეიძლება გაიყვანოს რეალობიდან ძალიან შორს, ხოლო გაუმართლებელი მოლოდინი ყოველთვის იწვევს იმედგაცრუებას, რის გამოც იკარგება როგორც ლოიალობა, ისე ფინანსები.

 

მომხმარებლების ახირებების დაკმაყოფილებით მაღაზიები თავად უწევენ საკუთარ თავს დათვურ სამსახურს. კუთხეში იმწყვედევენ საკუთარ თავს, საიდანაც ვეღარ გამოდიან: გამარჯვების გემოს გაგებით, მყიდველები, როგორც გათამამებული ბავშვები, იწყებენ საკუთარი მოთხოვნების გატანას სულ უფრო ძლიერად. ხოლო თუ მათი ახირება ოდესმე ვერ შესრულდება, ან რაიმე წინააღმდეგობას შეხვდებიან ამის გამო ძალიან ბრაზდებიან. შედეგად შეუსყიდავი ან უკან დაბრუნებული ნივთების რაოდენობა იზრდება, ლოიალობა კი ილებს.

 

წესების დაცვა საჭიროა ყველასთვის: მყიდველებისთვისაც და გამყიდველისთვისაც. როცა ერთი მხარე წყვეტს რისი დარღვევა შეუძლიათ, ირღვევა მთელი ჯაჭვი, ეს კი იმას ნიშნვს, რომ წაგებულია ყველა მხარე. 

 

 

 

 

 

 

17-05-2017, 16:22    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი