ტექნო ბუმში სააღდგომო ფასდაკლებებისა და საჩუქრების დიდი ბუმი დაიწყო

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ სპეციალურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით  ერთდროულად ფასდაკლებებისა და საჩუქრების აქციებს იწყებს.

 

კომპანიის ინფორმაციით, სააღდგომოდ აქტუალურ და ყველაზე მოთხოვნად ტექნიკაზე : საცხობ ღუმელებზე, პურის საცხობებზე, აეროგრილებზე, ყავის მადუღარებზე 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.  გარდა ამისა, ყველა სხვა დასახელების ტექნიკის შეძენისას, თითოეული მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს. 

სასაჩუქრე ბარათები, სადაც საჩუქრის დასახელებაა მითითებული, სპეციალურ დოლურაშია მოთავსებული, საიდანაც მომხმარებელი ბარათს თავად ამოიღებს. საჩუქრების ჩამონათვალი კი ძალიან მრავალფეროვანია:  ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, მაცივრები, მტვერსასრუტები, მობილური ტელეფონები, პლანშეტური კომპიუტერები და სხვა სახის ტექნიკა. 

კომპანიის ინფორმაციით, სააღდგომო დღეებში ყველა ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს და ერთგვარ ტრადიციას ნამცხვრების, ხაჭაპურებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის სახლში გამოცხობა წარმოადგენს.  სწორედ ამიტომ  „ტექნო ბუმი“ სააღდგომოდ აქტუალურ ტექნიკას სპეციალურ ფასად , 50%-მდე ფასდაკლებით გაყიდის. აქცია მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება .

„ტექნო ბუმი“ მოხმარებლებს უნიკალურ შანსს აძლევს, რომ ერთდროულად რამდენიმე აქციით ისარგებლონ და თავად აირჩიონ, თუ რომელ აქციაში ჩართვა სურთ. ამიტომ უნდა იჩქაროთ,  რომ მხოლოდ ნახევარ ფასად მოასწროთ ტექნიკის შეძენა და საჩუქრების მიღება“, -აცხადებენ ტექნო ბუმში.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს „ტექნო ბუმის“ მეხუთე საიუბილეო წელია და ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს.  2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

სააღდგომო ფასდაკლებებისა და საჩუქრების დიდი ბუმი „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება. 

 

 

 

 

 

3-04-2015, 15:34    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი