რა უნდა იცოდეთ ხორცის შეძენისას - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს "ქართული პროდუქტის" ხორცის საბითუმო ობიექტიდან 300 კგ-მდე საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის სამი ტან-ხორცის არც ერთ ნაჭერს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2, რის გამოც შპს "ქართული პროდუქტი" 1000 ლარით დაჯარიმდა. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. 

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "ქართული პროდუქტის" 

 

ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი არაერთხელ გამოავლინა, მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა, რეალიზატორები კვლავ ცდილობენ საეჭვო ხორცის გასაღებას. 

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ხორცის შეძენისას მოითხოვოს ფორმა N2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ambebi.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

23-03-2015, 18:17    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი