დღეს საქართველოში მზე 58%-ით დაბნელდება: დედამიწა მზის სრული დაბნელების მოლოდინში

დღეს, 20 მარტს დედამიწის მცხოვრებლები მზის სრული დაბნელების მოწმეები გახდებიან, რომელიც ორი საათისა და 14 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ასტრონომიული მოვლენა 7:41 საათზე დაიწყება (მსოფლიო დროით) და 11:50 საათზე დასრულდება. ჩვენი დროით მზის დაბნელება 13:13 საათზე დაიწყება, მაქსიმალურ ფაზას 14:20 საათზე მიაღწევს და 15:27 საათზე დასრულდება.

 

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზის დაბნელების ყურებას ვერ მოახერხებენ, ბუნების ამ მოვლენის ჩვენებას  www.solareclipse2015.org.uk უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მზის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1999 წლის შემდეგ. მეცნიერთა გათვლების მიხედვით, მის ხილვას განსაკუთრებით კარგად სკანდინავიის, დიდი ბრიტანეთისა და

 

რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობა შეძლებს.

 

საქართველოში მზე 58%-ით დაბნელდება. წელს მზის დაბნელება ბუნიობას ემთხვევა - 20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება და ამ დღეს მზე ცის ეკვატორს გადაკვეთს.

 

გახსოვდეთ, რომ მზის დაბნელების დროს მისი დისკოს ყურება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, თვალის დაზიანება გამოიწვიოს. ბუნებრივი მოვლენის თვალის დევნება მხოლოდ სეციალური ფილტრების საშუალებითაა შესაძლებელი.

 

ჟურნალი ”გზა”

 

მომზადებულია www.telegraph.co.uk-ის მიხედვით

20-03-2015, 11:46    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი