ლაშა პაპაშვილმა თანამდებობა დატოვა

ლაშა პაპაშვილმა ბანკ "რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. პაპაშვილი ბულგარელმა ფინანისისტმა მარტინ ზაიმოვმა შეცვალა – ამის შესახებ "კვირას" ბანკ "რესპუბლიკიდან" აცნობეს.  

 

"ლაშა პაპაშვილმა თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, რათა მეტი დრო და ენერგია დაუთმოს საკუთარ ბიზნესს უძრავი ქონების სფეროში, სადაც იგი აქტიურადაა ჩართული. საბანკო ინდუსტრიაში თხუთმეტწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენი ბანკ "რესპუბლიკას" 1998 წლიდან, სამეთვალყურეო საბჭოს კი 2004 წლიდან ედგა სათავეში. მარტინ ზაიმოვი ცნობილი ბულგარელი ფინანსისტია. იგი იყო ბულგარეთის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი.   ამჟამად ბულგარეთის "სოსიეტე ჟენერალ ექსპრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტს და რისკებისა და ანაზღაურების კომისიას ხელმძღვანელობს",–აღნიშნულია განცახდებაში. ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი, კრისტიან კარმანიოლი ლაშა პაპაშვილს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. "ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ბატონ ლაშა პაპაშვილს ბანკის წინაშე მისი დამსახურების, სხვადასხვა დროს არსებული სირთულეების გადალახვისა და ამ პირობებში ბანკის ადამიანური და მატერიალური აქტივების შენარჩუნებისათვის. მისი მმართველობის პერიოდში ბანკმა საქმიანობის უფრო მაღალ სტანდარტებს და მდგრად წარმატებას მიაღწია. "სოსიეტე ჟენერალი" საქართველოს ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა, რითაც გამყარდა სექტორისადმი ინვესტორთა ნდობა. ახლაც, რვა წლის შემდეგ, ბანკი კვლავ ინარჩუნებს წამყვანი ქართული საერთაშორისო ბანკის პოზიციას. მივესალმები ბატონ მარტინ ზაიმოვს, ჩემს კოლეგას "სოსიეტე ჟენერალიდან" და ვუსურვებ წარმატებას ახალ პოსტზე. დარწმუნებული ვარ, იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკ "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიმართულებების წარმართვაში" ,- აცხადებს კრისტიან კარმანიოლი. 

1-02-2014, 01:14    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი